კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ლუკას სახარება

ლუკას სახარება 5-8

                                     
 პირველ მოწაფეთა მოხმობა
1 ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდ-გა გენესარეთის ტბასთან, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მე-ბადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპი-რს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. 4როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად." 5მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი დღე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს." ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორი ნავი, რომ ლამის იძრებოდნენ. 8 ეს რომ დაინახა სიმონ-პეტ-რემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ." რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მათან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. 10 ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმო-ნს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები." 11 მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას. 

 კეთროვნის გაწმედა
12 
ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი, დაი-ნახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი გაწმედა." 13 და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!" და მყისვე მოშო-რდა კეთრი. 14 და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შე-სწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად." 15 და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. 16 ის კი უდაბურ ადგილე-ბში მიდიოდა და ლოცულობდა. 

 დამბლადაცემულის განკურნება
17 
ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოღვარნი, რომე-ლნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად, 18აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვი-ნათ. 19 და რომ ვერ მოახერხეს მისის შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ. 20 რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები." 21 და იწყეს მწიგნობრებმა და ფარი-სევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?" 22 იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო  და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში? 23 რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდბები მოგეტევა, თუ თქმა : ადექ და გაირე? 24 რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, — ეუბნება დავრდომილს : შენ გუებნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი." 25 და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს. 26 და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადი-დებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს. 

 ლევის მოხმობა
27 
ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე." 28 მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას. 29 და მოუ-მზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლე-ბიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას. 30 მათ მწიგნობარნი და ფრისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?" 31 და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯამრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. 32 მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინა-ნიონ." 

 კითხვა მარხვაზე
33 
მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ." 34 იესომ უთხრა მთ: „როგორ აიძულე-ბთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? 35 მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში." 36 იგავიც უთხრა მათ: „არა-ვინ მოხევს საკერებლს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებლი. 37 არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება. 38 არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. 39 არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო."

                              
 თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს
1 ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისის მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგნ ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისის გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?" და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს? როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?" და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე." 

 ხელშემხარი კაცის განკურნება
6
 
და მოხდა, რომ ერთი სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის. მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!" ისიც ადგა და დადგა შუაში. 9 უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?" 10 და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!" ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი. 11 ისინი კი რისხვით აღივსნენე და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის. 

 თორმეტის ამორჩევა
12 
იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე  სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა. 13 დღე რომ დადგა, და დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა: 14 სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, 15 მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული. 16 იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა. 

 მრავალთა მსახურება
17 
და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან — ტვიროსიდან და ცდილონიდან, 18 რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ — უწმიდური სულით გატანჯულნიც — და იკურნებოდნენ. 19 მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა. 

 ნეტარებანი და ვაებანი
20 
აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. 21 ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით, ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. 22 ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო. 23 გაიხარეთ იმ დღეს და გამხიაურულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები. 24 მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. 25 ვაი, თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგიშვდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. 26 ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები. 

 გიყვარდეთ თქვენი მტრები
27 
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. 28აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმპყოფელთათვის. 29 ვინც ლოყაში გაგარტას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართავს, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. 30 ყველამ ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. 31 როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისივე მოექეცით მათ. 32 თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. 33 თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ. 34 თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედი გაქვთ, რომ უკან დაგუბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე. 35 ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. 36 იყავით გულმოწყალენი, ისვე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე. 

 ნუ განიკითხავთ
37 
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ. 38 მიეცით და თქვენს მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ,  იმავეთი მოგეწყებათ." 39 იგავი უთხრა მათ: „განa შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? 40 მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. 41 რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? 42 ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი. 

 ხე ნაყოფით იცნობა
43 
არ არსებოსბს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომლემაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. 44ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი. 45 კეთილი კაცი თავის გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს, ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. 

 ორგვარი საძირკველი
46 
რატომ მიწოდებთ: 'უფალო, უფალო!' და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? 47 ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს. 48 იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს ძვრა ვერ უყო. ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. 49 ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძიკრვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა."

                                      
 ასისთავის მონის განკურნება
1 რაცო მას დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში. ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდეოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო, 3 იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უცუხესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკრუნა მისის მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ  და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გააკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა." იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავანა მეგობრები მისთვის სათქმელად: „ უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავი არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუნები: 'წადი' და მიდის. და სხვას: 'მოდი' და მოდის. ჩემს მონას: 'გააკეთე ეს!' და აკეთებს." ეს რომ გაიგონა იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავსი უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა." 10 წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა. 

 ქვრივი დედაკაცის ვაჟის გაცოცხლება
11 
ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი. 12 ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. 13 ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი." 14 მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგენენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!" 15მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას. 16 ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს".17 ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. 

 იოანე ნათლისმცემელის წარმოგზავნილები
18 
აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. 19 იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?" 20 მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?" 21 იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. 22 მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. 23 ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში." 24 როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაუწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? 25 მაშ, რის სანახავად გახვედით — კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. 26 რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. 27 ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებად დაწერულია: 'აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.' 28 ვიანიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესი კი მასზე უფრო დიდია." 29 მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ. 30 ხოლო ფარისეველებმა და რჯულის მცოდნეება უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან. 
31 მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? 32 ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: 'სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.' 33 ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო. 34 მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. 35 გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ." 

 ცოდვილი დედაკაცის მიტევება
36 
ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.37 იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიოგი, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით. 38 და დადგა უკან მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით იხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. 39 ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი." 40 მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი," მან კი უთხრა: „თქვი მოძღვარო." 41 თქვა: „ერთ მევახშეს ორი მევალე ჰყადა: ერთ ხუთასი დინარი ემართა, მეორეს —ორმოცდაათი. 42 მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?" 43 მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მუტევა." ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე." 44 მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვიდა და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა. 45 შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა. 46 შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ. 47 ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უვარს." 48 და უთხრ მას : „მიგეტევა შენი ცოდვანი." 49 მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?" 50მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშივოდობით."


 იესოს თანამგზავრი ქალები
ამის შემდეგ დადიოდა ქალქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ, ასევე ზოგი დედაკაცის, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა; იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით. 

 იგავი მთესველზე
როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქში ყველა მცოხვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპრაკი: 5„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. 6 ზოგი კლოდავნზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა. 

 იგავების მიზანი
ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო." ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!" ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი. 10 მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავები მიეცა, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. 

 მთესველის იგავის ახსნა
11
 ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა. 12 გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩენენ. 13 ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან. 14 ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება. 15 ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს." 

 სანთელი — სასანთლეზე
16
 „არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემოსმსვლელებმა იხილონ ნათელი. 17 ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს. 18 ამიტომ დაუკივრდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაწერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება." 

 იესოს დედა და ძმები
19
 მივიდნენ მასთან მისის დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო. 20 შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო. 21 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ." 

 ქარიშხლის დაცხრობა
22 
მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნაში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავედით ტბის გაღმა," და გაცურეს. 23 როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ. 24 მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღარო, მოძღვარო, ვიღუპებით." და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება. 25 უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?" ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?" 

 გერასენელი ეშმაკეულის განკურნება
26 
გადაცურეს გერესანელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის. 27 როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთ კაცი ქალქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხნის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. 28 როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ." 29 ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან ამოსულიყო (ვიანიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში). 30 ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?" მან უთხრა: „ლეგიონი," ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. 31 და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა. 
   32 იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენე მათში, და მან დართო ნება 33 გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო. 34 ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა  და სოფლებს. 35 გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იეოს ფერხთ, და შეეშინდათ. 36 მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. 37 ევედრებოდა გერესანელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა. 38 ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: 39 „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა." ისიც წავიდა დ  მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. 

 მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი
40 
როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. 41 და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო, დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა. 42ვინაიდან ერთადერთ იასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას. 43 იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. 44 უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. 45 თქვა იესომ „ვინ შემეხო?" როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?" 46 ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან." 47 ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლობდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. 48 უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!" 
   49 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა :"შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს." 50 იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება." 51 სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობსი და იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. 52 ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით, ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ." 53 ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ კვდარი იყო. 54 ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!" 55 და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.56 და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.


გაგრძელება




კატეგორია: ლუკას სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 2025
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024