კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ლუკას სახარება

ლუკას სახარება 13-16


 მონანიება, ან დაღუპვა
1 ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. მიუგო იესომ და უთრა მათ: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველებზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ? არა, გეუბნებით, მაგარამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა, გეუბნებით თქვენ: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!" 

 იგავი უნაყოფო ლეღვის ხეზე
უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. 7უთხრა მევენახეებს: 'აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?' მან კი მიუგო და უთხრა მას: 'ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე, 9 იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას.'" 

 დაკრუნჩხული ქალის განკურნება შაბათ დღეს
10 
ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში შაბათს. 11 და აჰა, იქ იყო დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყორიბლი იყო სნეულების სულით, და იყო დაკრუნჩხული და წელში ვერ იმართებოდა. 12 დაინახა იგი იესომ, დაუძახა და უთხრა მას: „დედაკოცო, თავისუფალი ხარ შენი სნელებისაგან." 13 დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს. 14 განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შიეძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა." 15 მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცნო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? 16 ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შიეძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?" 17 როცა ამას ლაპარაკობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის დიდებულებათა გამო, რასაც სჩადიოდა. 

 იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
18 
ის ამბობდა: „რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? 19 იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს." 20 და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი? 21 იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა." 

 ვიწრო კარი
22 
მიდიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა. 23 ვიღაცამ უთხრა მას: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?" მან კი უთხრა მათ: 24 "იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. 25 როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: 'ბატონო, ბატონო, გაგვიღე!' მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: 'არ გიცნობთ, სადაურები ხართ?' 26 მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: 'შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.' 27 და გეტყვით: 'გეუბნებით , არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო.' 28 იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენ თავს კი — გარეთ განდევნილებს. 29 მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში. 30 და აჰა, არაინ უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან." 

 გოდება იერუსალიმზე
31 
ამ დროს მოვიდნენ ზიგეირთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა." 32 და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. 33 მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს! 34 „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. 35 აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: 'კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!'"

ცის განკურნება
1 ეთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას, აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მოცდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?" სინი დუმდნენ. და შეეხო მას განკურნა და გაუშვა. და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?" და ვერ შეძლებს ამაზე პასუხის მიცემა. 

 სტუმრებისა და მასპინძლის გაკვეთილი
უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ: „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შიეძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხას: 'დაუთმე ამას ადგილი!' მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი. 10 მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაუჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: 'მეგობარი, გადაბრძნადი უფრო მაღლა!' მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. 11 ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება." 12თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენ ძმებს, ნუც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, 13 არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხიებრები, კოჭლები და ბრმები. 14 ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღვან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება." 

 იგავი დიდ ნადიმზე
15 
ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში." 16 მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია. 17 პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. 18 ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახვად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო; 19 მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო; 20 მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო. 21 დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: 'გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები დ კოჭლები.' 22 და უთხრა მონამ: 'ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.' 23 და უთხრა ბატონმა მონას: 'გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, 24 რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!'" 

 ქრისტეს მოწაფეობის საფასური
25 
მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: 26 „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. 27ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. 28 რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასსს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? 29 რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, 30 და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31 ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმედგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს? 32 თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიიუგზავნის, და ზავსა სთხოვს. 33 ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას. 

 გამოფიტული მარილი
34 
მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? 35 არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!"


 იგავი დაკარგულ ცხვარზე
1 ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. უთხრა მათ ეს იგავი: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკაგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონაინება არ სჭირდებათ.

 იგავი დაკარგულ დრაქმაზე
„ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ და დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? 9 როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. 10 თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთად მომნანიებელი ცოდვილის გამო." 

 იგავი დაკარგულ ძეზე
11 
თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. 12 უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: 'მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.' და მამამ გამოუყო მათ ქონება. 13 რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშავებული ცხოვრებით. 14 როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. 15 წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. 16 ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. 17 როცა გონს მოეგო, თქვა: 'მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავასყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. 18 ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, 19 ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთ შენი მოჯამაგირეთაგანი!' 20 ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. 21 ვაჟმა კი უთხრა: 'მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.' 22 უთხრა მამამ თავის მონებს: 'მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. 23 მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალიტ ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. 24 ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.' და დაიწყეს მხიარულება. 
   25 უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. 26 დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: 'ეს რა ამბავია?' 27 მან უთხრა მას: 'შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხმო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.' 28 ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა. 29 მან მიუგო და უთხრა თავსი მამას: 'აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. 30 ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.' 31 მან უთხრა მას: 'შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია. 32 მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.'"


 იგავი ორგულ მოურავზე
1 უთხრა თავის მოწაფებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: 'ეს რა მესმის შენზე?    ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.' მნემ თქვა თავისთვის: 'როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.' დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე პირველს უთხრა: 'რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?' 6მან თქვა: 'ასი საწყაული ზეთი.' უთხრა მას: 'მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.' მერე სხვას უთხრა: 'შენ რამდენი გმართებს?' მან თქვა: 'ასი კოდი ხორბალი.' მან უთხრა: ' მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე  ოთხმოცი.' შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. და მეც გუებნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. 10 მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. 11 ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? 12 და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13არც ერთ მსახურს არ შუეძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამცირსო. ვრე შეძლეთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!" 

 რჯული და ღვთის სამეფო
14 
ყოველივე ეს ესმოდათ ფარისეველბსაც რომელბიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას. 15 და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა. 16 რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში. 17 უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. 18 ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქრმის მიერ გაშვებულს შიერთავს, მრუშობს." 

 მდიდარი და ლაზარე
19 
„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულს და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. 20 ასევე იყო ერთი გლახაკი, სახეელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართად იწვა დაწყლულებული. 21 ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. 22 მოვკდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრააამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. 23 და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამის და ლაზარეც მის წიაღში. 24 შესძახა და თქვა 'მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი და წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.' 25 უთხრა აბრაამმა: 'შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი — სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. 26 ყოველიე ამის გარდა ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფრსკურლია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.' 27 თქვა: 'რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.' 28 ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.' 29 უთხრა მას აბრაამმა: 'მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.' 30 მან თქვა: 'არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.' 31 უთხარ მას: 'თუ მოსესა და წინასწრმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.'"


გაგრძელება




კატეგორია: ლუკას სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 2010
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024