კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ლუკას სახარება

ლუკას სახარება 21-24


 ქვრივი ქალის შესაწირი

1 აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო. თქვა: „შეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავის სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა." 

 წინასწართქმა ტაძრის დანგრევაზე
როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:6 „დადგება დღეები, როცა მათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს." 

 ნიშნები და დევნა-შევიწროვებანი
ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხობედნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?" მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული." 10 მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო — სამეფოს წინააღმდეგ. 11 იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. 12 ამის უწონარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. 13 ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. 14 ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ უზრუნოთ, რით იმართლოთ თავი, 15 ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერ შეეპასუხებიან თქვენი მოწინაამდეგენი. 16 ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17 და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. 18 მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. 19 მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 წინასწართქმა იერუსალიმის დანგრევაზე
20 და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარს შემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.21 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში. 22 ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. 23 ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძრთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალზე. 24 დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყევლა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დაასრულდება წარმართთა ჟამი. 

 კაცის ძის მოკვლა
25 და იქნება ნიშნები მზეზე და მთავერეზე და ვარსკკალვებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. 26 ხალხს გული შეუწიხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან. 27 მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 28 ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა." 

 ლეღვის ხის გაკვეთილი
29 უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. 30 როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული. 31 ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი. 32 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. 33 ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან. 

 შეგონება სიფხიზლეზე
34 „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, 35 რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე. 36 მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთა თავის დაღწევა და წარმოდგომა კაცის ძის წინაშე." 37 დღისით იესო ტაძარში იმყოდებოდა და ასწავლიდა. ღამღამობით კი ადიოდა მთაზე რომელსაც ზეთისიხლისა ეწოდება. 38 მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.


 შეთქმულება იესოს მოსაკლავად
1 ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. და დაეძებდნენ მღვდელმღავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. 3 შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო. წავიდა, ეკლაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის. 

 პასექის მომზადება
დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ." მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვავმზადოთ?" 10 მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, 11 და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი? 12 ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ." 13წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. 

 ზიარების დაწესება
14 როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. 15 უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. 16 რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში." 17  აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის."18 რადგან გეტყვით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი."  19 აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად." 20 ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. 21 და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.; 22 რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი." 23 და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას. 

 კამათი უდიდესის შესახებ
24 ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. 25 მან კი უთრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფებანი მწყალობლებად იწოდებიან. 26 თვენ კი ასე როდი ხართ. თქვენ შორის უფრო უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით. 27 ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური, 28 თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. 29 მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი, 30 რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრააელის თორმეტი ტომის განსაკითხავად." 

 გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე
31 თქვა უფალმა : „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. 32 მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძები." 33 მან კი უთხრა მას: „უფალო, შებთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც," 34 ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ."

 ქისა, გუდა და მახვილი
35 უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდად?" თქვეს არაფერიო. 36უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყოდოს. 37 თქვენ გუებნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა შესრულდეს: 'ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.' რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს." 38 მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია." მან კი უთხრა მათ: „კმარა." 

 ლოცვა ზეთისხილის მთაზე
39 გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. 40 ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში." 41 თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. 42 ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს." 43 ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა. 44 ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა. 45 ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. 46 უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში." 

 იესოს გაცემა და შეპყრობა
47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად. 48 იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?" 49 მასთან მყოფებმა რომ დაიანხეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?" 50 ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. 51 მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, სამკარისია!" და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი. 52 უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად? 53 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაზარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება." 

 სამგზის უარყოფა
54 და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა. 55 როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. 56 ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დაკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო." 57 მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას." 58 ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ." მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ." 59 თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია." 60 თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ." და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.61 და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო, 62 და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა. 

 იესოს დაცინვა და ცემა
63 ხოლო კაცები, რომელსაც შეპყრობლი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას. 64 თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა"? 65 და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ. 

 იესო სინედრიონის წინაშე
66 როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში. 67 და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი." უთხრა მათ: „რომ  გითხრათ, არ დამიჯერებთ,68 და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ. 69 ამეირედიან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე." 70თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?" მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ." 71 მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან."


 იესო პილატეს წინაშე
1 და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წამოიყვანეს იგი პილატესთან. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო." პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?" ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ." პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში." მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე." 

 იესო ჰეროდეს წინაშე
პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?" როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. ჰეროდე, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. 10 მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდენ მას. 11 ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. 12 იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს. 

 სასიკვდილო განაჩენი
13 
პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს. 14 და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, 15 და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზანა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. 16 ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ." 17 მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ. 18 მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო, 19 რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. 20 პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება. 21 მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ." 22მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ." 23 სინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ. 24 და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა: 25გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა. 

 ჯვარცმა
26 
როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. 27 მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაცაკები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. 28 იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. 29 რაგან, აჰა ,მოდის დღეები, როცა იტყვიან: 'ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!' 30 მაშინ ეტყვიან მთებს: 'დაგვემთხვეთ ზედ!' და ბორცვებს: 'დაგვფარეთ ჩვენ!' 31 ვინაიდან თ ნედლ ხეს ასე ექცევბიან, ხმელს რარას უზამენ?" 
   32 მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც — ორი ავაზაკი. 33 როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც — ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. 34იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ." და გიაყვეს მისი სამოსელი წილისყრით. 35იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული." 36 ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიქჰოდნათ მასთან, 37 ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი." 38 მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის უდეველეთა მეფე." 
   39 ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც." 40მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? 41 ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია." 42 და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ." 43 და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში." 

 იესოს სიკვდილი
44 
დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. 45 დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. 46 და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს." ეს თქვა და სული განუტევა. 47 ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო." 48 ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. 49ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. 

 იესოს დაკრძალვა
50 
აჰა, ერთ კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, 51 რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალქ არიმათიიდან, რომელიც მოელეოდა ღვთის სასუფეველს, 52 მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53 გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. 54 ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა. 55 უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, როლენიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. 56 ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.


 აღდგომა
1 ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. 2და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი. რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო." და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს. 10 ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. 11 მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ. 12 ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.

 შეხვედრა ემაუსის გზაზე
13 და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. 14 ისინი ერთანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. 15 ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. 16 მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. 17 უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?" ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. 18მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?" 19 და უთხრა მათ: „რა მოხდა?" მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე, 20 როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. 21 ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22 მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან. 23 და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.24 ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს." 25 მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნელად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! 26 განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?" 27და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. 
   28 მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. 29 მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა." ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. 30 როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. 31 მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქმნა მათთვის. 32 უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?" 33 ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34 რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. 35 მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორც იცნეს იგი პურის გატეხისას. 

 იესო ეცხადება მოწაფეებს
36 ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!" 37 შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. 38 მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? 39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ." 40 ეს რომ უთხრა, უვჩენა მათ ხელები და ფეხები. 41 რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი." 42 მათ მიაწდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. 43 გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ. 
   44 უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში." 45 მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად 46 და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; 47 და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48 თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. 49 და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ." 

 იესოს ამაღლება
50 და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაბყრო ხელები, და აკურთხა ისინი. 51 როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.  52 მათ თავყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. 53 და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.


კატეგორია: ლუკას სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 1991
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024