თორმეტის მისია 1 მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი. 2 მიავლინა ისინი ღვთის სასუფეველის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. 3 უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. 4 რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. 5 ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად." 6 წავიდნენ და იწყეს სოფელსოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.
ჰეროდეს შიში 7 მოისმინა ჰეროდემ — ტერარქმა, ყოველივე მისის ნამოქმედერი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე ადღგაო მკვდრეთით, 8 მეორენი — ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით. 9 ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?" და უნდოდა მისი ნახვა.
ხუთი ათასი კაცის გაძღება 10 დაბრუდნენ მოციქულები და უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა, ბეთსაიდად წოდებული ქალაქისკენ. 11 შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა მა. 12 როცა დღემ იწყო გადახრა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით." 13 უთხრა მათ: „მიეცით საჭმელი." მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავალთ და საჭმელს არ ვუყიდით მთელ ამ ხალს." 14 რადგან იქ ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს." 15 ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი 16 მაშინ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17 ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით თორმეტი გოდორი გაავსეს.
იესოს ღვთის ცხებულად გამოცხადება პეტრეს მიერ 18 ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?" 19 მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები — ელიაო, სხვები კი — ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო. 20 იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?" პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული."
იესო — თავის სიკვდილსა და აღდგომაზე 21 მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს. 22 უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს." 23 ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. 24 ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. 25 რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს? 26 რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით. 27ჭეშმარიტად გუებნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს."
ფერიცვალება 28 ამ სიტვებიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად. 29 როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქმნა. 30 და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. 31 ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარკობდნენ მის წასვალზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებლიყო. 32 პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. 33 ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთ ელიას." ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. 34 ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. 35 დღუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ." 36 ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.
უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება 37 მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას. 38 და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადან ეს ერთადერთი მყავს. 39 სულსა ჰყავს შეპყრობილი უეცრად წამოიყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს მას, დუჟს ადენს, და როცა დააოსებს, ძლივსძლივობით გაეცლება. 40 ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გაედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს." 41 მიუგო იესომ და თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომიყვანე შინე ძე." 42 ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. 43 ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღვთის სიდიადით.
იესო კვლავ ლარაპაკობს თავის სიკვდილზე როცა ყველას უკვრიდა ყოველივე, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს: 44 „ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში." 45 მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო.
ვინ არის უდიდესი? 46 ერთ ფიქრი კი დაებედათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? 47 იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა. 48 უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიღებს. ხოლო ვინც თვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი."
ვინც ჩვენს წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენსკენაა 49 მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ, მას, რადგან არ დაგყვება ჩევენ." 50 უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა."
სამარიელთა სოფელი არ ღებულობს იესოს 51 როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. 52 წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიერთლა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. 53 მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმს წასასვლელად. 54 დაინახეს ეს მისმა მოწაფეება, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა." 55 მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ? 56ვინაიდან ძე კაცის მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!" და წავიდნენ სხვა სოფელში.
იესოს ვაი-მიმდევრები 57 გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგყვები სადაც კი წახვალ." 58 იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი." 59 მეორეს კი უთხრა: „გამომყევი." მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო." 60 მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთ მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი." 61 სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო ოღონდ ჯერ ნება მომეცი, შინაურებს დავემშვიდობო." 62 უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება."
სამოცდათორმეტის მისია 1 ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. 2 უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. 3 წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4 არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. 5 რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს! 6 თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნებათ. 7 იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისის საზღაურისა. ერთ სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. 8 რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9 განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: 'ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.' 10ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11 'თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასაუფეველი.' 12 გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადლილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
ვაი მოუნანიებელ ქალაქებს 13 ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლენიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანებდნენ. 14 მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ. 15 შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები! 16 ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!"
სამოცდათორმეტის დაბრუნება 17 სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან." 18მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. 19 აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველივე ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. 20 ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი."
იესოს სიხარული 21 იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე. 22 ყოველივე ჩემი მამისაგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძე სურს, რომ განუცხადოს." 23 მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24 რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგარამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა."
კეთილი სამარიელი 25 აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა ვაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?" 26 მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?" 27 მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი." 28 უთხრა მას: სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ." 29 მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინც არის ჩემი მოყვასი?" 30 უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთ კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაღაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. 31 შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. 32 ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. 33 მერე ვიღაცა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. 34 მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. 35 მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე, და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. 36 რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?" 37 მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას." უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი."
სტუმრობა მართასა და მარიამთან 38 განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში. 39 მას ჰყავდა და სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40 მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს." 41 და უთხრა უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, 42 საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი აირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას."
სწავლება ლოცვაზე 1 ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრლა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს." 2 უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 3 პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე. 4 და მოგვიყევი ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევოთ ყველას ჩვენს თანამდებს და ნუ შეგყვიყვან განსაცდელში." 5 და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: 'მეგობარო, მასესხე სამი პური. 6 ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.' 7 და მან შიგნიდან გამოსძახოს: 'ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.' 8 გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. 9 და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. 10 ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ. 11 რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პურის სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? 12 ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? 13 ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთლ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულილწმიდას იმათ, ვინც სთხოვს."
იესო და ბელზებული 14 დევნიდა იგი ეშმაკს კაცისაგან რომელიც მუნკი იყო. და, როცა ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი. 15 ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნისო ეშმაკებს. 16 ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან. 17 ხოლო მან იცოდა მთაი ზრახვები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისთავის წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა. 18 და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს. 19 თუ მე ბელზებლით ვდევნი ეშმაკებს, თქევნი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 20 და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი. 21 როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. 22 ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დააგებს. 23 ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
უწმიდური სულის დაბრუნება 24 როცა უწმიდური სულო გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. 25 მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს. 26მაშინ წავა და მოიყავნს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება."
ჭეშმარიტი ნეტარება 27 სანამ ის ამას ლაპრაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომლითაც სწოვდი." 28 მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას."
ნიშნის მოთხოვნა 29 როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა; 30 ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნიველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისთვის ძე კაცისა. 31 სახმრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. 32 ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი."
სანთელი — სასანთლეზე 33 „არავინ ანთებს ნათელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. 34 სხეულის ნათელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია. 35 ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? 36 თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს."
ფარისეველთა და მწიგნობართა მხილება 37 ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა. 38ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა ჭამის წინ. 39 უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფში გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. 40 უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შემქნა შინაგანიც? 41 არამედ გაეცით მოწყალება, რაც შინგითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. 42 „მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეგეკეთინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ. 43 ვაი თქვენ, ფირესეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე! 44 ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზედ ადამიანები დადიან და არ კი იციან!" 45 ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობს, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას."46 მან კი უთხრა: „ვაინ თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი ტვირთს თითსაც არ აკარებთ. 47 ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს! 48 ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწამეტყველნი, თქვენ კი ამით სამარხებს უშენებთ. 49 ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: 'მივუვლენ მათ წინასწარმეტველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან.' 50 რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა — 51 აბელის სიხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გუენბით, ამ მოდგამს მოჰკითხავენ. 52 ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ." 53 როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობარებმა და ფარიესვლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრზე სალაპარაკოდ გამოწვევა. 53 რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
ლუკა 12 გაფრთხილება თვალთმაქცობაზე 1 ამაშობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ დაიწყო ლაპარაკი თავისი მოწაფეების მიმართ: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა. 2 არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. 3 ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდობანებზე გამოხმაურდება.
გეშინოდეთ მათი 4 გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია. 5 მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით მისი გეშინოდეთ. 6 ანდა, განა ხუთი ბეღურა ორი ისარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. 7 თქვენს თავზე თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
იესოს აღიარება კაცთა წინაშა 8 ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე. 9ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე. 10 ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება. 11 როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ, 12 ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ."
იგავი უგუნურ მდიდარზე 13 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა." 14 მან უთხრა მას :„ადამიანო, ვინ დამაყენა მსაჯულად ან გამყოფად?" 15 უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული." 16 და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. 17 იფიქრა თავისთვის: 'რა ვქნა, არფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?' 18 თქვა: 'აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, 19 და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.' 20 მაგრამ უთხრა მას ღმერთმა 'უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?' 21 ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრება."
ნუ ზრუნავთ 22 უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის — რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის — რით შეიმოსოთ. 23 ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული — სამოსელზე. 24დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ: თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? 25 რომელ თქვენგანს შეუძლია ზრნუვით თავის სიმაღეს ერთი წყრთა შემატოს? 26 ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგუძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ? 27 შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 28 თუკი ველის ბალახს, რომელიც დღე არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 29 თქვენ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. 30 ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი. 31 არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. 32 ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამა მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა. 33 გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარებაა და ჩრჩილი ვერ ავნებს, 34 ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
მღვიძარე მონები 35 „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი — ანთებული. 36 თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ. 37 ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზელს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოარტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. 38 თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები. 39 ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს გამოთხრას არ დაანებებდა. 40 ამიტომ თქვენ მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა." 41 უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას? 42 უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? 43 ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. 44 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას. 45 ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამასმას და ლოთობას, 46 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. 47 ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავის ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. 48ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაემსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.
იესო — გაყოფის მიზეზი 49 „ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ ენთოს. 50 ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება. 51 გგონიათ, ვითომ ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, ეუბნებით თქვენ: გასაყოფად. 52 ვინაიდან ამიერედან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში სამი ორთაგან და ორი სამთაგან. 53 გაიყოფა მამა ძისაგან და ძე — მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული — დედისაგან, დედამთილი— თავისი რძლისაგან და რძალი დედამთილისაგან."
დრო-ჟამის გამოცნობა 54 ხალხსაც უთხრა: „როცა დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. 55 ხოლო როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება. 56 თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
საქმის მოგვარება მოდავესთან 57 თავად რატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი? 58 როცა შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. 59 გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტას არ გადაიხდი."
|