იესოს ზოგიერთი გამონათქვამი 1 უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. 2მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. 3 ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.4 დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე." 5 უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა." 6 თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ. 7 რომელიმე თქვნგანს მონა რომ ჰყავდეს — მხვნელი ანდა მწყემსი, მინვდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? 8 განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? 9 ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. 10 ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა."
ათი კეთროვნის გაწმედა 11 ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. 12 ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ. 13 ხმა აღამაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!" 14 ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს." როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. 15ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. 16 პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო. 17 მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწდმიდნენ? ცხრა სადღა არის? 18 როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?" 19 უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა."
ღვთის სამეფოს მოსვლა 20 ჰკითხეს მას ფარისეველებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?" მიუგო და უთხრა მათ: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. 21 არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი." 22 უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. 23 გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით. 24 ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე აცისა თავის დღეს. 25ოღონდ თავდაპირევლად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ. 26 და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც: 27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წაეღვნა და ყველა დაღუპა. 28 ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29 ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. 30 ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება. 31 იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება. 32 გაიხსენეთ ლოტის ცოლი. 33 ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას. 34 თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. 35 ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. 36 ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება." 37 მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?" ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები."
ქვრივისა და მსაჯულის იგავი 1 უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. 2 თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთ მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. 3 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: 'დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.' 4 დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: 'მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, 5 მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.'" 6 თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? 7 განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? 8 თქვენ გეუბნებით: მალე დიაცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?"
ფარისევლისა და მებაჟის იგავი 9 ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი: 10 „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად — ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. 11 ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ' გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არავარ, როგორც სხვა ადამიანები არიან — მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. 12 კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.' 13 ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: 'ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.' 14 თქვენ გუებნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდებლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება."
ბავშვების კურთხევა 15 მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ. 16 იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასველლად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. 17 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ."
მდიდარი მთავარი 18 ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოხლე დავიმკვიდრო?" 19 უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა. 20იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას." 21 მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი." 22 ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყევლაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი." 23 ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. 24 შეხედე მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონელთა შესვლა ღვთის სასუფეელში! 25 ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში." 26 მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?" 27 მან თქვა: „კაცთათვის შუეძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია." 28 თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით." 29 მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვსი დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძები, ან შვილები, 30 და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომვალში — საუკუნო სიცოცხლე."
იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე 31 წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. 32 რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ, 33 გაშოლტავენ, მოკლავენ და მეასმე დღეს აღდგება." 34 მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
ბრმის განკურნება იერიქოს ახლოს 35 იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. 36 გამვლელი ხალხის ხმა გაიოგნა და იკითხა: „რა ამბავია?" 37 უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო. 38 მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!" 39 წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!" 40 შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა: 41 „რა გინდა, რომ გაგიკეთო?" უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს." 42 იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ." 43და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
იესო და ზაქე 1 შევიდა და გაიარა იერიხოზე. 2 და აჰა, იყო კაცი ვინმე სახელად ზაქე — მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. 3სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. 4 წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. 5 იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე."6 სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. 7 ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო. 8 ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ასმაგად მივაგებ." 9 უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. 10 რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად."
იგავი ათ მნაზე 11 როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგნ ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი. 12 ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. 13 დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო. 14 მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: 'არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე'. 15 როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომელბსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა. 16 მოვიდა პირველი და უთხრა: 'ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო'. 17 უთხრა მას: 'კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება'. 18 მოვიდა მეორე და უთხრა: 'ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა'. 19 მასაც უთხრა: 'შენც ხუთ ქალაქზე იყავ'. 20 მესამე მოვიდა უთხრა: 'ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული, 21ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი,რაც არ დაგითესავს'. 22 უთხრა მას: 'შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია. 23 აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?'24 და იქ მდგომთ უთხრა: 'წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს'. 25 მათ უთხრეს 'უფალო, მას ათ მნა აქვს'. 26 'გეუბნები თქენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს. 27 ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.'"
ზეიმით შესვლა იერუსალიმში 28 თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად. 29 როცა მოუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მათ, რომელსაც ზეთიხსილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე. 30 უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ. 31 თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდება-თქო." 32 წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა: 33 და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?" 34 მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება." 35 მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. 36 როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა. 37 როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქებდა-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. 38 ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომაველი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!" 39 ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს." 40 მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ." 41 როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. 42 და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს ფარულია შენს თვალთაგნ. 43 რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. 44 მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი."
ტაძრის განწმედა 45 შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა. 46 უთხრა მათ: „დაწერილია: 'ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს.' თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი." 47 და ასწავლიდა ყოველღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილოდნენ მის დაღუპვას. 48 მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.
რომელი ხელმწიფებით? 1 ერთ დღეს, როცა ის ხალხს აწავლიდდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად. 2 უთხრეს მას : „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?" 3 მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით: 4 იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?" 5 ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი? 6 თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო." 7 და მიუგეს: „არ ვიცით საიდან." 8 იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას."
იგავი ვენახზე და მიწისმუშაკებზე 9 აუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით. 10 როცა დრო მოვიდა, მონა გაუზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცეათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს. 11 კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12 მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ. 13 მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: 'როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.' 14 მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: 'ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემვკდირეობა ჩვენ დაგვრჩება.' 15 გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16 მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს." ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება." 17 მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილია: 'ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა'? 18 ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილიწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს." 19 მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, გარამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
კეისრისა კეისარს 20 უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადმიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავარობისათვის და განმბელის ხელმწიფებაში გადაეცათ. 21 ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით,რომ სიმართლეს ლაპრაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზაას. 22 შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?" 23 იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: 24 „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?" თქვეს: კეისრისაო. 25 უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა— ღმერთს." 26 ვერ შეძლეს მისის სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვურდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
კითხვა აღდგომის შესახებ 27 მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომელიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: 28 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. 29 იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. 30 და მეორემაც 31 და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ. 32 ბოლო დედაკაციც მოკვდა. 33 ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?" 34 და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან; 35 ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და კვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ არც თხოვდებიან, 36 ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის. 37 ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. 38 ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია." 39 მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო. 40 და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:
კითხვა დავითის შესახებ 41 „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? 42 თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: 'უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 43 ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.' 44 აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?"
მწიგნობართა მხილება 45 და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს: 46 „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე; 47რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ."
|