კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » იოანეს სახარება

იოანეს სახარება 18-21

იოანე 18

 იესოს გაცემა და შეპყრობა
1 ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: ,,ვის ეძებთ?" მიუგეს მას: ,,იესო ნაზარეველს." ეუბნება მათ ,,მე ვარ." მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ. კვლავ ჰკითხა მათ: ,,ვის ეძებთ?" მათ უთხრეს: ,,იესო ნაზარეველს." მიუგო იესომ: ,,გითხარით, მე ვარ–მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ." 9 რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: ,,ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დაიღუპოს." 10 სიმონ–პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა. 11 უთხრა იესომ პეტრეს: ,,ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამა მომცა არ შევსვა?"

 იესო მღვდელმთავრის წინაშე
12
 მაშინ რაზმმა, ათისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს 13 და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. 14 ეს ის კაიფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

 ეტრეს უარყოფა
15 
იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ–პეტრე და სხვა მოწაფეები. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავარის ეზოში შევიდა. 16 პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღველმთავის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა. 17 ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: ,,განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?" ეუბენბა იგი: ,,არა ვარ." 18 იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.

 იესოს დაკითხვა მღვდელმთავრის მიერ
19 
მღველმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე. 20 მიუგო მას იესომ: ,,მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.  21 მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკობდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი." 22 ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: ,,ასე პასუხობ მღველმთავარს?" 23 მიუგო იესომ: ,,თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რათა მცემ?" 24 ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღველმთავარ კაიფასთან.

 პეტრე კვლავ უარყოფს იესოს
25 
სიმონ–პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: ,,შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?" უარყო და თქვა: ,,არა ვარ." 26 მღველმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: ,,განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?" 27 პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.

 იესო პილატეს წინაშე
28 კაიფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტერიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ. 29 გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: ,,რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?" 30 მიუგეს და უთხრეს მას: ,,ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით." 31 უთხრა მათ პილატემ: ,,წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ." უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს." 32 რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმას მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 33 პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: ,,შენა ხარ იუდეველთა მეფე?" 34 მიუგო იესომ: ,,შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35 მიუგო პილატემ: ,,განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღველმთავრებმა გადმოცმეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?" 36 მიუგო იესომ: ,,ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის." 37 უთხრა, მას პილატემ: ,,მაშ, მეფე ხარ?" მიუგო იესომ: ,,შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი შოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველამ ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას." 38 ეუბნება მას პილატე: ,,რა არის ჭეშმარიტება?"

 იესოს სასიკვდილო განაჩენი
ეს თქვა და კვლავ გამოვიდა უდეველებთან და უთხრა მათ: ,,ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39 ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?" 40 კვლა აყვირდნენ და თქვეს: ,,ეს კი არა, ბარაბა." ბარაბა კი ავაზაკი იყო.

იოანე 19

1 მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს. მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: ,,გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!" და სახეში სცემდნენ. კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: ,,აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობს მასში. გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: ,,აჰა, კაცი!" როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: ,,ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!" ეუბნება მათ პილატე: ,,თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვარ ვპოულობ მასში ბრალს." 7მიუგეს იუდეველებმა: ,,ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძე გაიხადა."
 8 როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა, კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: ,,საიდან ხარ?" მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას. 10 ეუბნება მას პილატე: ,,მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენ განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?" 11 მიუგო იესომ: ,,არავითარი ხელწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს." 12 ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: ,,თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება."
 13 პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა. 14 პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: ,,აჰა, თქვენი მეფე." 15 მათ კი უყვირეს: ,,შორს, შორს! ჯვარს აცვი!" ეუბნება მათ პილატე: ,,თქვენ მეფე ვაცვა ჯვარს?" მიუგეს მღვდელმთავრება: ,,ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!" 16 მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად. 

 ჯვარცმა
და წაიყვანეს იესო. 17 თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხების ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია, 18 სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ–იქით, ორი სხვა, შუაში კი — იესო. 19 პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: ,,იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე." 20 ბევრი უდეველი კითხულობდა იმ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. 21 უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვედლმთავრება: ,,ნუ დაწერ: 'იუდეველთა მეფე,' არამედ, როგორც თავად თქვა: 'იუდეველთა მეფე ვარ.'"
 22 მიუგო პილატემ: ,,რაც დავწერე, დავწერე." 23 ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24 უთხრეს ერმანეთს: ,,ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება." რათა აღსრულებულიყო წერილი: ,,გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე." ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს. 25 დგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და — მარიამ კლეოპასი — და მარიამ მაგდალელი. 26იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფეები, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: ,,ქალო, აჰა, შენი ძე!" 27მერე მოწაფეებს ეუბნება: ,,აჰა, დედაშენი!" და მოწაფეებმა მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.

 იესოს სიკვდილი
28 
ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულად, თქვა: ,,მწყურია!" 29 იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. 30 როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: ,,აღსრულდა!" და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.

 იესოს ფერდის განგმირვა
31 
იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32 მოვიდნენ კარისჯაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. 33 იესოსთან მისულებმა, როცა დინახეს, რომ უკვე მომკვადირო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34 მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. 35 მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. 36 რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: ,,მისი ძვალი არ შეიმუსრება." 37 ასევე სხვა წერილიც ამბობს: ,,შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს."

 იესოს დაკრძალვა
38 
ამის შემდეგ, სთხოვა პილატეს იესობ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი. 39 მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა მურისა და ალოეს ნაზავი. 40 აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას. 41 იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი. რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვათ. 42 იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.


 იესოს მკვდრეთით აღდგომა
1 ერთ შაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ–პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: ,,უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს." მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა. 7სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,  რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10 წავიდნენ კვლავ თავ–თავისთვის მოწაფეები.

 იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს
11 
მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. ტირილით დაიხარა სამარხისკენ 12 და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მხსდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესო გვამი ესვენა. 13 უთხრა მას: ,,ქალო, რატომ სტირი?" ეუბნება მათ: ,,ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს." 14 ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15 ეუბნება მას იესო: ,,ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?" მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: ,,ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ." 16 ეუბნება მას იესო: ,,მარიამ!" მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: ,,რაბუნი!" (რაც ნიშნავს: მოძღვარო) 17 ეუბნება მას იესო: ,,არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან." 18 მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.

 იესო ეცხადება მოწაფეებს
19 
იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: ,,მშვიდობა თქვენდა!" 20 ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.  21 კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ." 22 ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: ,,მიიღეთ სულიწმიდა. 23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ."

 იესო და თომა 
24 
თომა, ერთ თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. 25 უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ,,ჩვენ ვიხილეთ უფალი." მან უთხრა მათ: ,,თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ. 26 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: ,,მშვიდობა თქვენდა." 27მერე თომას ეუბნება: ,,მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ." 28 მიუგო თომამ და უთრა მას: ,,უფალო ჩემი და ღმერთი ჩემი!" 29 ეუბნება მას იესო: ,,შენ მერწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს."

 წიგნის დაწერის მიზანი
30
 ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. 31 ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისის სახელით.


 იესო ეცხადება შვიდ მოწაფეს
1 ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა:  ერთად იყვნენ სიმონ–პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისის მოწაფეთაგანი. ეუბნება მათ სიმონ–პეტრე: ,,სათევზაოდ მივდივარ." უთხრეს მას: ,,ჩვენც წამოგყვებით." გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. ეუბნება მათ იესო: ,,შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?" მიუგეს მას: ,,არა." უთხრა მათ: ,,ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით." ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: ,,ეს უფალია." სიმონ–პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად. ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური.
10 ეუბნება მათ იესო: ,,იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ." 11 წავიდა სიმონ–პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა. 12ეუბნება მათ იესო: ,,მოდით, ისაუზმეთ."  
 მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13 მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. 14 ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი.

 იესო და პეტრე
15 
რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ–პეტრეს: ,,სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?" ეუბნება მას: ,,დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ." ეუბნება მას: ,,აძოვე ჩემი კრავები." 16 ეუბნება მას კვლავ მეორედ: ,,სიმონ იოანესო, გიყვარვარ?" ეუბნება მას: ,,დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ" ეუბნება მას: ,,დამწყსე ჩემი ცხვრები." 17 ეუბნება მას მესამედ: ,,სიმონ იოანესო, გიყვარვარ?" პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: ,,გიყვარვარო?" და ეუბნება მას: ,,უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!" ეუბნება მას იესო: აძოვე ჩემი ცხვრები. 18 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოარტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს." 19 ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორ სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: ,,მომყევი."

 იესო და მისი საყვარელი მოწაფე
20 
მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო?  21 ეს რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება ისოს: ,,უფალო, ამას რა?" 22 ეუბნება მას იესო: ,,თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი." 23 და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოვკდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?
   24 ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.
   25 კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დავწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.


კატეგორია: იოანეს სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 1482
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024