ქალაქი საქართველოში, ცაგერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1968 წელს. მოსახლეობა 1,9 ათასი (2002 წ.). ცაგერში არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: სკოლები, სახალხო თეატრი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი კინოთეატრი და სხვა. შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი. ცაგერში არის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ხვამლის მთა —
ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ . უპირატესად აგებულია პორფირიტების , ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. ქედის კალთები მნიშვნელოვნად არის დანაწევრებული, ზემო ნაწილში ალპური რელიეფია. დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი.მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: რიონის,ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. ხვამლის მთაზე გავრცელებულია მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტები, წიფლის ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები, აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, "თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს".
კულტურის დაწესებულებები:
სკოლები, სახალხო თეატრი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი კინოთეატრი და სხვა. შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი. ცაგერში არის ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.