ახალი ჩორდი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის თემში.
ახსარგინა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ჩასავლის თემში.მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, ჯავიდან დაშორებულია 46 კილომეტრით.
ბაჯიხევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ცხმორის თემში.მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჭილორისღელის (ჯეჯორის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1320 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 კაცი.
ბზითა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ჩასავლის თემში.მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ჯავიდა დაშორებულია 35 კილომეტრით.
ბორცო — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, საკაოს თემში.მდებარეობს შიდა-კედელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე საკაურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.
ბოყვა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემში.მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1060 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.
გადამში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, სორის თემში.მდებარეობს კუპრის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სართაულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1140 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.
გლოლა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, მდინარე ბოყოსწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 385 კაცი. ვახუშტი ბაგრატიონი გლოლის შესახებ წერს:„მოერთვის რიონს აღმოსავლეთიდამ გლოლის ჴევი. აქა ძეს რიონზედ ჴიდი. ხოლო გლოლის ჴევი გამოსდის გლოლასა და ჟღელეს შორის კავკასსა, და მოდის დასავლეთად. ამ ჴევს ერთვის სხუა ჴევი ორი. ერთი გამოსდის ამასა და დიგორს შორის კავკასსა. არს გლოლა დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯუარითა და წიგნებითა, ძუელადვე ხიზნულნი"
გომი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კედელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გომრულას (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1190 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 კაცი.
გონა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ღების თემში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.
გულიანთა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
ვეზური — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
ზამთარეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღრამულის (ჯეჯორის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
ზასეთა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ზემო ბარი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბარულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები:სამთისი, ქვემო ბარი). ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 79 კაცი.
ზემო კოზი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღარულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
ზვარეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემი.მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.
ზუდალი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემში.
ირი — პატარა სოფელია ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარჯვენა სანაპიროზე, ონი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქ ონიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი. სოფელში 1991 წლის მიწისძვრამდე მუშაობდა ბარიტის ქარხანა.
კვაშხიეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ბოყვა, ზვარეთი, ზუდალი, ქორთა, შრომისუბანი, ხეითი). ზღვის დონიდან 960 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.
კომანდელი — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში (შეუბნის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ჯეჯორის შესართავთან, ზღვის დონიდან 880 მ, ონიდან 2 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 74 კაცი.
ლაგვანთა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, საკაოს თემში, მდებარეობს მდინარე საკაურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 79 კაცი.
ლაჩთა — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (შეუბნის თემი), მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 900 მ, ონიდან 2,5 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 231 კაცი.
ლესორა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში (ცხმორის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჯეჯორის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1920 მ, ონიდან 26 კმ.
მაჟიეთი — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში (საკაოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე საკაურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1120 მ, ონიდან 13 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.
მრავალძალი (ყოფ. მთისკალთა) — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი. ზღვის დონიდან 1840 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.
ნადარბაზევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, კიროვის თემში,მდებარეობს მდინარე ჯეჯორის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლში. ამ ადგილს წყაროებში კუდარო ეწოდება. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე.
ნაკიეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემში.
ნაკრება — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, კიროვის თემში, მდებარეობს მდინარე ჯეჯორის მარცხენა მხარეს. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ზღვის დონიდან 1500 მეტრზე.
ნიგავზები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემში.
ნიგვზნარა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში.
ონჭევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში.
პატარა ღები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ღების თემში.
პიპილეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.
ჟაშქვა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1220 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 კაცი.
ჟაშქვა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1220 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 კაცი.
სამთისი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ბარის თემში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის არწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.
სევა — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (ფარახეთის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ონიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 კაცი.
სომიწო — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში, მდებარეობს მდინარე ჯეჯორის ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.
სორგითი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში, მდებარეობს მდინარე ჯეჯორის ხეობაში. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.
სორი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გადამში, ჭვებარი), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური–ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ონიდან 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
სტირმასიგი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, კიროვის თემში, მდებარეობს მდინარე ჯეჯორის მარჯვენა მხარეს. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. ჯავიდან დაშორებულია 42 კილომეტრით.
სხანარი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (წედისის თემი), მდებარეობს კუდაროს ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 1500 მეტრი, ონიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.
სხიერი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (შეუბნის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ონიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში ხსუარის სახელწოდებით. სოფელში შემონახულია ე. წ. უძრავი წმინდა გიორგის ეკლესია.
უშოლთა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში. მდებარეობს მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობის ზედა ნაწილში, მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. სოფლები უშოლთა, შუა შქმერი და ხარისთვალი ქმნიან შქმერის თემს.
უწერა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში, ღარი). ზღვის დონიდან 1050 მ, ონიდან 10 კმ. უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5°C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა", სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.
ფარავნეში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემში.
ფარახეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის თემის ცენტრი (სოფლები: ახალი ჩორდი, სევა, შარდომეთი, ჭიბრევი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ონიდან 13 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 105 კაცი.
ფსორი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ცხმორის თემში.
ქვედი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, წედისის თემში.
ქვედრულა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, წედისის თემში.
ქვემო ბარი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ბარის თემში.
ქორთა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემში.
ქრისტესი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში.
ღარი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.
ღები — სოფელი მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მ. ონიდან 35 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 492 კაცი. ღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან. მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასისმთა — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა. აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე. მთის რაჭა შეიცავს ღებისა და გლოლის თემს და შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი). შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში" აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია. რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ.
ღუნდა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ცხმორის თემში.
შარდომეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის თემში.
შეუბანი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.
შოვი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი. შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.
შრომისუბანი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემში.
შქმერი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. ამავე სახელწოდების თემის ცენტრი. (სოფლები: შქმერი, უშოლთა, ხარისთვალი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1720 მ-ზე, ონიდან 21 კმ-ში. სოფელი მდებარეობს მდ. ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო ნაწილში. ნიადაგის საფარი საშუალო, ხოლო მცენარეული საფარი სუბალპური ზონისაა. ხასიათდება ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ულამაზესია ძნელად მისადგომი ხეორის კანიონი (ხეორის ძველი კალაპოტი. მის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში, 1 კმ სიგრძეზე მიედინება მდინარე ხეორი). უახლოესი დასახლებული პუნქტები: ჩრდილოეთით სოფელი ბოყვა (ონის მუნიციპალიტეტი) 8 კმ, დასავლეთით სოფელი მრავალძალი (ონის მუნიციპალიტეტი) 7 კმ, სამხრეთით სოფელი მოხვა (საჩხერის მუნიციპალიტეტი) 9 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით შქმერის თემში ცხოვრობდა 139 კაცი, აქედან შქმერში - 53 კაცი, უშოლთაში - 39 კაცი, ხარისთვალში - 47 კაცი.[1] დღეისათვის მოსახლეობა ძლიერ შემცირებულია და ოთხ-ხუთ ათეულს არ აღემატება. ონიდან სოფელი შქმერის გავლით საჩხერის მიმართულებით გადიოდა ისტორიული საქარავნო გზა. ეს მანძილი დაახლოებით 40 კმ-ია. ისტორიულ წყაროებში სოფელი შქმერი მოხსენიებულია 1071 წ. ნიკორწმინდის წინამძღვრის ჩანაწერებში. შედარებით ახალი აშნებულია: მონჭოხის წმინდა გიორგის, ქოლოსის წმინდა გიორგის და უშოლთის ღვთისმშობლის ეკლესიები. თამარ მეფის კლდის უარყოფითად დახრილ კედელზე შემორჩენილია გამოქვაბული-სამალავი. უძველესი წარმართული სალოცავის გოგუჭის მიმდებარედ 2000 წელს აშენდა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძარი. სოფლის მახლობლად, უშოლთასთან არის კარსტული მღვიმე. მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას და მეკარტოფილეობას მისდევს. რამდენადმეა განვითარებული მეფუტკრეობა. სოფელ შქმერში მდებარეობს ფერმა "შქმერი ინვესტ", სადაც აწარმოებენ რძის პროდუქტებს. შქმერი საგრძნობლად დააზარალა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა რაჭის მიწისძვრამ. სოფელში არის მანგანუმის მადნის საბადო, მაღალი ხარისხის ყვითელი ქვიშის კარიერი, მრავალსაუკუნოვანი ტყე, ხოლო მდინარეებსა და ტბაში ბუდობს კალმახი. უხვადაა წყაროები.
ცხმორი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯერის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: ბაჯიხევი, ლესორა, ღუნდა, ფსორი, ჩორდი). ზღვის დონიდან 1280 მ, ონიდან 10 კმ. სოფელში არის საშუალო სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი.
წედისი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კუდაროს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის მარჯვენა მხარეზე. ქალაქ ონიდან წედისამდე 16 კილომეტრი მანძილია. წედისს აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება სამაჩაბლო, დაწყებული ქვედრულის ტბიდან დამთავრებვული მდინარე ჯეჯორამდე. დასავლეთის საზღვარი არის მდინარე ჯეჯორასა და მდინარე ქვედრულას შესართავი. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი სხანარი, ხოლო სამხრეთით სოფელი ირი. სოფელი გაშენებულია ტაფობში, მას ირგვლივ აკრავს მთები და ბორცვები. დასავლეთ მხარეზე ორ ბორცვს ერთმენეთიდან ჰყოფს რვა-ბნელა ღელის წყალი, რომელიც ერთვის მარჯვენა მხრიდან მდინარე ჯეჯორას. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 163 კაცი.
წმენდაური — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ღარის თემში.
წოლა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში.
ჭალა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში (შეუბნის თემი), მდ. რიონის ხეობაში, ზღვის დონიდან 890 მეტრზე, ონიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.
ჭვებარი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, სორის თემში.
ჭიბრევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის თემში.
ჭიორა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.
ხარისთვალი —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში. მდებარეობს მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობის ზედა ნაწილში, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. სოფლები ხარისთვალი, შუა შქმერი და უშოლთა ქმნიან შქმერის თემს.
ხეითი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემში.
ხიდეშლები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, საკაოს თემში.
ხირხონისი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში.
ხურუთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში.
ჯინჭვისი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, გომის თემში.