კალენდარი |
|
|
მთავარი მენიუ |
|
|
ძებნა ამ საიტზე |
|
|
აუდიო - ვიდეო |
|
|
გართობა, იუმორი |
|
|
სხვადასხვა |
|
|
განათლება |
|
|
რელიგია |
|
|
ონლაინი |
|
|
გააზიარე |
|
|
სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
|
|
გალაკტიონი 3
ქარი მოგონებათა
აგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალებდა მზიანი დარი, როგორც ცოცნება უშორეს დროთა. თითქო ქალწულმა პირველად სცოდა და სინანულის დაგუბდა ღვარი... ზღვა იყო წყნარი. თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა, ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი, უსმენდა ჩანგებს და მოელოდა; შორს, ძალიან შორს მოჩანდა ქარი, მე შენ გკოცნიდი და გული თრთოდა; ზღვა იყო წყნარი.
ბინდი ღამისა გაჰქრა
ბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი.
ხავერდოვანი მდელო ხავერდოვანი მთები გატანილია ლელო და აღტაცებით ვთვრები.
ო, რანაირად ერთო სულს გატაცებით ქროლა, მადლობელი ვარ, ღმერთო, რომ განვიცადე ბრძოლა.
მიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი მიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება და მზეთს დნობა, თავს არასოდეს ის ეარ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები,
მე განვიცადე ოკეანე, შორი ყინული მათი სიმშვიდე, მათი ვრცელი აურზაური, ისევ სამშობლოშიც აღტაცებას ვგრძობ მეზღვაური, ისევ სიმშვიდის სიხარულით შემორკინული.
* * *
ფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს.
მე სიხარული მემოსა და გაზაფხულის ოცნება, ხიბლავდა გარეშემოსა მინდვრების გადასონება.
* * *
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. იდუმალია ჩვენი სერობა და ღამეების ალმაცერობა, რომ ოცნებები ცეცხლით გალესო, სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო. დღეთა სინაზესედება კორძი... ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა, სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო. ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი - ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე, სულო, დემონზე უბოროტესო!
ვილანელი
ყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების თენება, კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, ყოველივე ქარია და ჩვენება. ყოველივე მერნის გადაჭენება ნათქვამია, როგორც ძველი არია... მარადია, ერთადერთი: შვენება. ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია, ყველაფერი ქარია და ჩვენება. ყოველივე: ცხედრის გამოსვენება მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია, მარადია ერთადერთი: შვენება. სამუდამო ძილი და მოსვენება როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა... ყველაფერი ქარია და ჩვენება, მარადია ერთადერთი: შვენება.
ეფემერა
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით. ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები, ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია, ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები. ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება. სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები, იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება. რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული, გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის, წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის. ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები, რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები, ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები! აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი. ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი, გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი. კიდეები შეშლილი, ღამეები ველური დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას. სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული, სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას. სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები? წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან. ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები, ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან. ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა, დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით. კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა და იქ მიექანება სული განწირულებით. ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს, სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება. მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს, როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება. როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის, წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები, რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის. თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი, ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს, წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი, შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს. დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული, იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა, ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული, ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა. დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი, ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს. ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!
ლოცვისთვის
ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.
ასეთი ვარდებით ივსება აუზი, დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ქაოსი! შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა!
სასწაულს
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს –ჩემს თვალებს, შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროთად დაღალულს, მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს, მე ველი სასწაულს.
ვუალისა და ვიოლეს შესახებ
ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც იძლევა ხმები მასენეთა.
გათავდა,განელდა,გაჩუმდა ზღაპარი! ოცნება,შენ წარსულს ვედრებით შესახებ, რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის,ვიოლეს და სხვების შესახებ.
თეთრი პელიკანი
გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს.
ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარივით მდევარი, ასე რეკავს საზანდარი უქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვას დაჟანგული ჰანგები, მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები.
სული ტირის და როს ნანას, კოჭლო საჰაკ, ჰპირდები, დაანებე ფიროსმანას სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი სიზმარივით მდევარი, რომ რეკავდეს საზანდარი უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო, ვარ ღამეთა მთეველი, კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი.
დგება შემოდგომა
გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.
რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო. უფრო სავსეა გზა ამ გედებით, და სიყვარული, ვით ვატერლოო, მოფენილია ამ იმედებით.
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდან მაწვალებს, მათრობს და მეფერება. თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან, რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.
სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით, ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები. შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით, რომ გაიფანტონ მოგონებები.
წიწამურში რომ მოკლეს ილია
წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი, ძველი სიმღერა და იდილია, ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი. მოჰქონდათ წინათ პასტორალები, ბაღთა მნათობით გადამთოვრება, როგორ ოხრავენ მთაზე ქალები, რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება. დრო იყო:ომის აუსახველი. დღეებს იმედი ესაკილება, რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი, რა დიდი იყო მათი დიდება. დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ ახალი წვიმა,ქარიმ,„დალანდ" და მთელი ხანა წიგნის:Crane aux flurs¨.
| 1 2 4
5 6 7
|
კატეგორია: გალაკტიონი | დაამატა: ciklopi (09.აპრ.2013)
|
ნანახია: 3901 |
|
© 2024 |
|
|