რქაწითელი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია ძირითადად კახეთში, არის ქართლშიც. იზრდება საშუალო ინტენსივობით, უხვმოსავლიანია, მტევნის საშუალო მასაა 160-250 გრ. საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ხშირად აქვს ერთი, ძლიერ განვითარებული ფრთა. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ოვალური, მოთეთრო-ქარვისფერი, სასიამოვნო გემო აქვს. შაქრიანობა 20-24 %, მჟავიანობა 7-8 %. შედარებით გვალვაგამძლეა. მოსავლიანობა 60-200 ცენტნერი ჰა-ზე. ყურძნისგან ამზადენენ სხვადასხვა მარკის მაღალხარისხოვან ღვინოებს - წინანდალს, გურჯაანს, ტიბაანს, კარდანახსა და სხვა.