ალექსანდროული —
ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურსა და ცაგერის რაიონში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი — 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს „ხვანჭკარას" (ძირითადად ხვანჭკარის მირკომუნიციპალიტეტში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს — „ალექსანდროულს".
|