Vieilles vignes (ფრ.) - ვაზის ძველი ძირი. "სიძველის" ვადა კანონით არ არის განსაზღვრული და ცალკეულ რეგიონებში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ეს ტერმინი 20 წელზე ასაკოვან ვაზთან მიმართებაში გამოიყენება.
Vieillissement - სიტყვასიტყვით: "დაძველება." ასე უწოდებენ მუხის კასრებში კონიაკის სპირტის შენახვის პროცესს. ზედსართავი vieux, vieille (ძველი), როგორც წესი, ხანგრძლივი და ძველების კონიაკს აღნიშნავს.
Vigna, vigneto (იტალ.) - ვენახი.
Vigna, vigneto, vina, vinedo, vineyard - ვენახი.
Vignaiolo (Viticoltore) (იტალ.) - მევენახე.
Vigneron, viticulteur - მევენახე, მეღვინე. თეორიულად, ამ სიტყვების მნიშვნელობა განსხვავდება, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ერთი მნიშვნელობით იყენებენ.
Vignoble - ვენახი.
Vin (vino santo) (იტალ.) - დაჩამიჩებული ყურძნისგან მიღებული ღვინო. ამ ტიპის ღვინისთვის ყურძენს ზამთარობით დახურულ შენობაში აშრობენ და რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა კასრებში აძველებენ. ჩვეულებრივ, ტკბილი.
Vino da arrosto (იტალ.) - "ღვინო შემწვარისთვის". იგულისხმება წითელი, სხეულიანი და მოწიფული ღვინო.
Vino da pasto (იტალ.) - ყოველდღიური ღვინო.
Vino da taglio (იტალ.) - ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ღვინის შერევა ან "შერბილება."
Vino da tavola (იტალ.) -კანონმდებლობით, ყველა იმ ღვინის სახელწოდება, რომელთაც არა აქვთ DOC კატეგორია. ფრანგული "სუფრის ღვინის" ექვივალენტი.
Vino novello (იტალ.) - იტალიური ახალი ღვინო. იწარმოება მთელს იტალიაში ვაზის 67 ჯიშისგან.
Vintage - იხ. millesime
Vite - ვაზი.
Vitigno (იტალ.) - ვაზის ჯიში.
Vitis vinifera - ვაზის ევროპული და აზიური ნაირსახეობა, რომელიც კულტივირდება ღვინის და ბრენდის საწარმოებლად; ვაზის ყველა ევროპული ჯიში vitis vinifera-ს მიეკუთვნება.
W
Weingut (გერმ.) - ღვინის მამული. ამ ტერმინით შეიძლება ისარგებლონ ღვინის იმ მწარმოებლებმა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ყურძენს იყენებენ.
Weinprobe (გერმ.) - ღვინის დეგუსტაცია.
Weinstein - ღვინის მჟავაში შემავალი კალიუმის მარილის ნალექი, რომელიც ძველი კასრების შიდა კედლებზე ქვის მბზინავ გარსს ქმნის.
Weissherbst (გერმ.) - QbA ან QmP კატეგორიის ხარისხიანი ვარდისფერი ღვინო, დამზადებული წითელი ყურძნისგან Baden-ის, Wurttemberg-ის და Pflaz-ის რეგიონებში. ამავე ტერმინით მოიხსენიებენ ზოგიერთ ტკბილ წითელ ღვინოს სხვა რეგიონებიდან, რომელთაც ინტენსიური წითელი ფერი ვერ მიიღეს.
Whole-cluster pressing (წნეხვა მტევნებით) - თეთრი ყურძნის დაწურვის პრაქტიკა მტევნებით, როდესაც მარცვალთან ერთად მისი მყარი ნაწილაკებიც იწნეხება.
Wine of Origin (WO) - ღვინის წარმომავლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.