კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

F-G-H





Faibles, petites eaux
- სუსტი სპირტები (დასპირტული წყლები), განკუთვნილი გაცილებით ძლიერი კონიაკის სპირტების რედუქციისთვის.

Fass
(გერმ.) - კასრი. Holzfassen - მუხის კასრები, გერმანული სარდაფების ტრადიციული კონტეინერები.

Fattoria
(იტალ.) - ფერმის ან ღვინის მამულის აღმნიშვნელი ტოსკანური ტერმინი.

Fiançaille
- "ნიშნობა". კონიაკის სპირტების ასამბლაჟის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტადია.

Fiascofiaschi
(იტალ.) - მათარა; ტრადიციულად, ჩალის გარსით.

Field-grafting
- ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ყურძნის ერთ სახეობას მეორედ "აქცევენ" (ჩვეულებრივ, წითელს - თეთრად), რისთვისაც ძველ ძირს მიწის ზედაპირთან ახლოს სხლავენ და მასზე ახალ სახეობას ამყნობენ.

Fine
- ღვინის ან მუხის კასრში დაძველებული სიდრის გამოხდით მიღებული ნებისმიერი მაღალი ხარისხის ნატურალური სპირტიანი სასმელი, რომელსაც მინიჭებული აქვს AOC კატეგორია. ეს ტერმინი შესაძლოა ფიგურირებდეს ნებისმიერი კონიაკის ეტიკეტზე, იქნება ეს რეგიონული თუ სუბრეგიონული აპელასიონი (მაგ.:Fine Cognac, Grande Fine Champagne, Fine Borderies). ერთადერთი გამონაკლისი - ამ ტერმინის დამატება აპელასიონზე საქმის არსს არ ცვლის.

FineChampagne
- მხოლოდ ორი საუკეთესო სუბრეგიონის (გრანდ და პტიტ შამპანი) სპირტებისგან დამზადებული კონიაკი. წესით, გრანდ შამპანის სპირტები ამ აპელასიონის კონიაკის ასამბლაჟისას 50 პროცენტზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

Flasche
(გერმ.) - ბოთლი, იგივეა, რაც ინგლისური "მათარა".

Flurbereinigung
(გერმ.) - "მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ვენახების "კონსოლიდაციის" პროგრამის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც ლანდშაფტის რეკონსტრუქციის გზით მიმდინარეობს. ამ პროცესმა გერმანიის ტერიტორიის ტერასირების ძველ სისტემაში რევოლუციური ცვლილებები შეიტანა, რამაც გერმანელებს მიწის მექანიკური დამუშავებისა და მისი უფრო რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა მისცა.

Flyingwinemaker
(ინგლ.) - "მფრინავი მეღვინე" - ასე უწოდებენ ენოლოგებს, რომლებიც მეღვინეობით ნაკლებადცნობილ ქვეყნებსა და რეგიონებში მაღალხარისხიან ღვინოებს ამზადებენ. ტერმინი 1980-იანი წლები ბოლოს გაჩნდა. "მფრინავ მეღვინეთა" უმეტესობა ავსტრალიელია.

Fortifiedwine
- მაგარი ღვინო, რომელიც ხასიათდება ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

Foudre
- ძალიან დიდი ტევადობის კასრები.

Free-run juice
- წვენი, რომელიც ბუნებრივად გამოდის დაჭყლეტილი ყურძნიდან მის პირველ დაწურვამდე. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინოა.

Frizzante
(იტალ.) - მსუბუქი შუშხუნა, ნახევრადცქრიალა ღვინო.

FüderMosel
(გერმ.) - ოვალური ფორმის მუხის კასრები, რომლებშიც 1000 ლიტრი ჩადის.

Fût
(ფიუ) - ასე უწოდებენ კონიაკის კასრს, რომლის ტევადობა 270-დან 500 ლიტრამდეა.







Gallon
- გალონი: მოცულობის ამერიკული საზომი, უდრის 3,78 ლიტრს.

Garrafeira
- მაღალხარისხიანი პორტუგალიური ღვინის აღმნიშვნელი ტერმინი: წითელი არანაკლებ სამი წლის დაძველებით უნდა იყოს, თეთრი - ერთის.

Gaschromatograph
- (გაზქრომატოგრაფი) ღვინის ქიმიური შემადგენლობის განმსაზღვრელი ძვირადღირებული ხელსაწყო.

Gebiet
(გერმ.) – რეგიონი.

Gemeinde
(გერმ.) - სოფელი, ოლქი ან კომუნა. სოფლის სახელწოდება გერმანულ ეტიკეტებზე ყოველთვის ვენახის დასახელებამდე აღინიშნება.

GeographicalIndication (GI)
- ავსტრალიაში ღვინის წარმოშობის აღმნიშვნელი ტერმინი.

Gondola
("გონდოლა") - უზარმაზარი ბუნკერი, რომლითაც ყურძენი დასაწურად გადააქვთ.

Goûtde terroir
- სიტყვასიტყვით: "ტერუარის გემო". ასე უწოდებენ კონკრეტული რეგიონის ღვინის ან ბრენდის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

Gradazionealcoolica
(იტალ.) - ალკოჰოლის შემცველობა გარკვეულ მოცულობაზე, გამოსახული გრადუსებში ან პროცენტებში.

GranReserva
("გრან რეზერვა")- უმაღლესი ხარისხის ესპანური ღვინო.

GrandCru
("გრან კრიუ") - ტერმინი, რომელიც გამოიყენება საფრანგეთის რეგიონების-ბორდოს, ბურგუნდიისა და ელზასის საუკეთესო ვენახებისა და სახელგანთქმული ღვინოების აღსანიშნავად. ეს საკლასიფიკაციო კატეგორია გავრცელებულია ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.

Grandvin
(ფრანგ.) - სახელოვანი ღვინო ან სახელოვანი ვენახი. ზოგიერთ ქვეყანაში ეტიკეტზე ასე აღნიშნავენ რეგიონის საუკეთესო ღვინოებს ან ვენახებს.

GrandeChampagne
- კონიაკის ცენტრალური და საუკეთესო სუბრეგიონი.

GrossesGewächs
- ვენახი, რომელიც პირველად იძლევა მოსავალს და შეესაბამება VDP კლასიფიკაციას.

Grosslage
(გერმ.) - "კოლექტიური ვენახი," რომელიც შედგება მსგავსი ნიშან-თვისების მქონე რამდენიმე Einzellagen-ისგან. სამწუხაროდ, ღვინის კანონმდებლობა კრძალავს,ეტიკეტზე აღინიშნოს განსხვავება Grosslage-სა და Einzellage- ს სახელწოდებას შორის. Grosslage-ს დასახელება,ჩვეულებრივ, QBA ღვინოებისთვის გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ მას TBA ღვინოებისთვისაც იყენებენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული Einzellage ძალიან მცირე რაოდენობით ყურძენს იძლევა.





H 

Halbtrocken
(გერმ.) - "ნახევრადმშრალი". ღვინო, რომელშიც შაქრის შემცველობა
18გრ/ლ-ზე ნაკლები არ არის. ამის გამო ბევრად მშრალია, ვიდრე თანამედროვე გერმანული ღვინოების უმეტესობა, თუმცა, გაცილებით ტკბილია, ვიდრე Trocken-ი.

Housewine
- ჩვეულებრივ, სუფრის ღვინო, რომელიც რესტორნებსა და კლუბებში "შინაურულის" სტატუსით სარგებლობს.




კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 2363
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024