კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

A


ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი 


Abboccato
(იტალ.) - მოტკბო (მაგ. Orvieto).

Abfüllung
(გერმ.) – ჩამომსხმელი.

Adega
(პორტ.) - ღვინის შესანახი სარდაფი, მარანი.

e
Ag
- კონიაკის ასაკი, ანუ მუხის კასრებში მისი დაძველების პერიოდი.

Aging
(ინგლ.) - დაძველება.

Agrement
(ფრანგ.) - პროცედურა, რომელსაც გადიან უმაღლესი კატეგორიის ღვინოები აპელასიონზე უფლების მოსაპოვებლად.

Alambic charentais
- (ალამბიკ შარანტე) სპირტიანი სასმელის გამოსახდელი ტრადიციული სპილენძის ჭურჭელი (დისტილატორი). წესით, კონიაკის სპირტი მხოლოდ ამ მოდელით და აუცილებლად ორმაგი გამოხდის გზით მიიღება.

Alcool
- სპირტი.

Amabile
(იტალ.) - ოდნავ უფრო ტკბილი, ვიდრე abboccato.

Amaro
(იტალ.) – მწარე.

Amber
(ინგლ.) - ქარვისფერი. ამ ტერმინს იყენებენ რომის, ბრენდისა და ზოგიერთი სხვა სასმელის ფერის აღსანიშნავად (ფრანგ. Ambree).

Amtliche Prüfung
(გერმ.) - სტანდარტული ხარისხის სერთიფიცირება ქიმიური ანალიზისა და დეგუსტაციის გზით. 1971 წლიდან აუცილებელია ყველა ღვინოებისთვის. ანალიზის შემდეგ თითოეულ ღვინოს აძლევენ ნომერს, რომელიც ნაჩვენები უნდა იყოს ეტიკეტზე.

Amtliche Prüfungsnummer
(გერმ.) - შტამპი ღვინოებისთვის, რომელიც შეესაბამება DLG სტანდარტებს (სტანდარტული - წითელი ფერის, მწვანე – ნახევრადმშრალი ღვინოებისთვის, ყვითელი - მშრალი ღვინოებისთვის).

Anbaugebiet
(გერმ.) - ღვინის მწარმოებელი ოლქები (მაღალი ხარისხის ღვინოების მისაღებად), რომელთა რაოდენობაც ცამეტია. მაგ,: Mosel-Saar-Ruwer, Baden...

Annata
(იტალ.) - ღვინის მოსავლის წელი.

Ano
(ესპ.) – წელი.

Anreichern
(გერმ.) - "გამდიდრება" - დაჭყლეტილ მარცვალზე შაქრის დამატება ალკოჰოლის შემცველობის გასაზრდელად, ფრანგული შაპტალიზების ექვივალენტი. გერმანიაში QmP კატეგორიის ღვინოებს შაქარს არ აყრიან, tafelwein და QbA ღვინოები კი ამ პროცედურას გადიან.

AOC
– Appelation d`origine Controlee (ფრანგ.) - სიტყვასიტყვით "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით". საფრანგეთის გარკვეული რეგიონი, ე.წ. აპელასიონი, რომელსაც ქვეეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური დეკრეტით ენიჭება AOC ან AOVDQS კატეგორია. თითოეულ აპელასიონს სახელმწიფო უწესებს რეგლამენტს ყურძნის ჯიშების, მოსავლიანობის, წარმოების ტექნოლოგიის, ღვინისა და ბრენდის ტიპების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რეგიონებიდან, რომლებიც მაგარ სპირტიან სასმელებს აწარმოებენ, AOC ან AOVDQS კატეგორია გააჩნიათ კონიაკსა და არმანიაკს თავიანთ სუბრეგიონებთან ერთად; ასევე, კალვადოსს. აპელასიონების ფრანგული სისტემა კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოებული სასმელების გაუყალბებლობის გარანტიას იძლევა.

Apéritif
(აპერიტივი) - "სპირტიანი სასმელი, რომელსაც სადილობამდე გარკვეული დროით ადრე, მადის გასაღვიძებლად სვამენ. აპერიტივად გამოდგება ღვინო (მათ შორის, ცქრიალა), კოქტეილი და რასაკვირველია, მაგარი სპირტიანი სასმელი, როგორიცაა შედარებით იაფფასიანი კონიაკი - "სამი ვარსკვლავი" ანდა ზოგიერთი V.S.O.P. (Very Special Old Pale), სუფთა ან გაზავებული სახით, ყინულით ან ხილის წვენით".

Appelation-
იხ. AOC.

Armagnac
(ფრანგ.) - ფრანგული ბრენდი, მზადდება სპეციალური ტექნოლოგიით არმანიაკის რეგიონში.

Asciutto
(იტალ.) - სავსებით მშრალი.
Assemblage (ასამბლიაჟი) - ასამბლირება, სხვადასხვა სპირტის შერევა კონიაკის მისაღებად. კონიაკების უმეტესობა სწორედ ამ გზით მზადდება.

Asti
- მეღვინეობით სახელგანთქმული იტალიური პროვინციის, პიემონტის რეგიონი, სადაც ამზადებენ ასტის კატეგორიის ცქრიალა ღვინოებს.

Auslese
(გერმ.) - "სიტყვასიტყვით "გადარჩეული" - QmP ღვინოების მესამე კატეგორია, რომელთაც ამზადებენ მხოლოდ კარგად დამწიფებული მოსავლის აღების წლებში. ჩვეულებრივ, ბუნებრივად ტკბილია. Auslese განსაკუთრებული სიმაგრით არ გამოირჩევა და ბოტრიტიზებული ყურძნის "გავლენასაც" განიცდის. "კეთილშობილი ობი" ხილის ბუნებრივ სიტკბოს განსაკუთრებულ დახვეწილობას მატებს. კარგი Auslese რამდენიმე წელიწადს უნდა დავაძველოთ, რათა ყურძნის პირველადი სიტკბო მომწიფებული ხასიათის ბუკეტად გარდაიქმნას".

AVA
(American Viticultural Area) - "სიტყვასიტყვით "ამერიკული მევენახეობის რეგიონი", მეღვინეობისთვის აშშ-ს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია ".

Azienda
(იტალ.) - მეღვინეობის საწარმოებელი ტერიტორია, მამული.




კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 2741
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024