ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, - და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.
დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი...
დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.
დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა-თვისისა.
დროზე ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
ერთი მაქვს - სჯობს ათას გქონდა-ს.
ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.
ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.
ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.
თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენითა მარგე.
თქმული კაცმა თქმულად ,ოოღპს და არ იფიქროს, რომ თქმულს აქეთაც გადაეხვევა და იქითაც.
ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.
კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.
მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.
მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.
პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანასში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.
რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.
რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.