ტირის დღე ტირის, ჩუმად და უხმოდ,
თან ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ქუჩაში როგორ ასველებს უცნობს
ვხედავ და ისევ შენ მახსენდები.

რა საიდუმლოს ატარებს წვიმა?
მოდის და მოაქვს მტირალა სევდა,
სულ დაინამა ცრემლებით მინა,
ჩემსავით ისიც სველ ლექსებს წერდა.

და როგორც ჩემი ლექსების ბედი,
წვიმის ლექსების ბედიც წყდებოდა...-
ზედ აბიჯებდნენ ნაბიჯით, მარდით,
ოღონდ ფეხი არ დასველებოდათ.

ისევ ისე წვიმს, ჩუმად და უხმოდ,
დღეს ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ფანჯრიდან ვხედავ, ასველებს უცნობს
წვიმა და ისევ შენ მახსენდები.






სურათებში