ნეტა იცოდე...

როგორ მაკლიხარ, როგორ გეძებ, როგორ განვიცდი...
ნეტა იცოდე, ნეტა გრძნობდე, ნეტა ხვდებოდე...
გაქრა ყოველი, ცოფიანი - ყეფდა მირაჟი,
იდგა უდაბნო და ფიქრებში ხმები ხმებოდნენ...

ნეტა ხვდებოდე, ნეტა გრძნობდე, ნეტა იცოდე...
სახურავახდილს, წვიმა ბავშვურ სულში, მეღვრება,
კედლებს შეუდგა - დარდით ნგრევა, ცრემლის სინესტე,
სამყაროს თვალწინ, ფეხზემდგომი, სიტყვა მეღლება...

რომ მენატრები, მენატრები, რომ მენატრები...
ლავანდ(ი)ები სურნელებით არიან სავსე...
ვძაბავ უჯრედებს, ქუთუთოებს ერთმანეთს ვაკლავ,
ტელეპატივით სივრცეებით გიგზავნი სათქმელს...

ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი,
ყოველ ნაბიჯზე გიმეორებ თავიდან თითქოს,
თითქოს აღარ მაქვს პირობითი, ვადა საცდელი,
თითქოს, სკოლაში, გაკვეთილი ზეპირად გითხოვს...

და მეშინია! დავიწყება არ მინდა შენი,
სისხლჩაქცევამდე ფრჩხილჩაჭერილ მუჭებით გიჭერ!
შენში ჩემს ხსოვნას, იმ წამიდან, წაიღებს ტალღა,
თავისუფლებას ჩემს ფიქრებში, როს მოგანიჭებ...

როგორც დამსკდარი ფეხსაცმელი - შენი სიტყვები,
მეორადები, მოარულნი სხვებისთვის ახლა,
შენ არ გინახავს, ალბათ, ნაზად ყელის გამოჭრა,
შენ არ გინახავს, დამბაჩების მუცელში დახლა...

ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი,
ყოველ ნაბიჯზე გიმეორებ თავიდან თითქოს,
თითქოს აღარ მაქვს პირობითი, ვადა საცდელი,
თითქოს, სკოლაში, გაკვეთილი ზეპირად გითხოვს...

ავტორი: მარიამ მელიქიშვილი








სურათებში