ამბროლაური - საქართველოს ქალაქები და სოფლები - რაჭა-ლეჩხუმი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რაჭა-ლეჩხუმი » საქართველოს ქალაქები და სოფლები

ამბროლაური

ამბროლაური — 

ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 
მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, რაიონული სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნისწყალი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 16 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.




ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
RLKS-Ambrolauri-ka.svg

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დროშა ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ამბროლაური

რეგიონი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე


სიმჭიდროვე

16.3 კაცი/კმ²

ფართობი

1142 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

15.019 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
აფხაზები 0.1%
უკრაინელები 0.1%


ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.







კატეგორია: საქართველოს ქალაქები და სოფლები | დაამატა: ciklopi (05.მაი.2013)
ნანახია: 1329
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016