რაჭა - რაჭა - რაჭა-ლეჩხუმი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რაჭა-ლეჩხუმი » რაჭა

რაჭა

რაჭა


საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი. 

რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
რაჭას ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას რაჭის ქედი ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოს შემადგენლობაში შევიდა.
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
XV-XVII საუკუნეების რაჭის სამეფოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო. 





კატეგორია: რაჭა | დაამატა: ciklopi (07.მაი.2013)
ნანახია: 3118 |
სულ კომენტარები: 1
1  
http://VisitsToMoney.com/index.php?refId=593313

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016