კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 083
ფსალმუნი 83

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთა ფსალმუნი.

1

დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!2ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
3ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.3ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
4ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!4და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
5ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.5ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
6ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.6ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა
7გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.7ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა,
8ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.8და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს.
9უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.9უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.
10ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.10მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
11რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.11რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
12რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.12რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;
13უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.13უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (19.აპრ.2013)
ნანახია: 467
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017