კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 101
ფსალმუნი 101

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.

1

ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი

2უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.2უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.
3ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.3ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
4რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.4რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს.
5დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.5იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
6ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.6ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
7ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.7ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.
8უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.8უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა.
9ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.9მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
10რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;10რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი
11შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.11პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.
12ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.12და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ.
13შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.13ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი თესლამდე.
14შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.14შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.
15რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.15რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.
16

შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.

16

და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დიდებისაგან მისისა.

17რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.17რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.
18მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.18მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი.
19დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.19დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;
20რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.20რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
21რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.21რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი,
22რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.22თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს,
23როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.23შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.
24გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.24მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთა მითხარ მე.
25ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;25და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.
26უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.26დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.
27ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.27იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
28შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.28ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.
29ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.29ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (19.აპრ.2013)
ნანახია: 382
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017