კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 010

ფსალმუნი 10

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში".

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

  2უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?
2რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.3რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა.
3თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?4რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?
4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.5უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.6უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი.
6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.7წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა.
7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.8რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაჲ






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (13.აპრ.2013)
ნანახია: 1338
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024