კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 093
სალმუნი 93

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

1

ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

2ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.2ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.
3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?3ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?
4ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.4აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
5შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.5ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;
6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.6ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს
7ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.7და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.
8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?8გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.
9დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?9რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?
10ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?10რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?
11უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.11უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.
12ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.12ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.
13

რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

13

დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

14რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.14რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,
15რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.15ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.
16ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?16ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?
17უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.17არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.
18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.18უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.
19როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.19მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.
20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?20ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.
21გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.21მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.
22იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.22და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.
23მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.23და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (19.აპრ.2013)
ნანახია: 399
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017