ფსალმუნი 090 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 090
ფსალმუნი 90

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

1

ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს.

2ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.2ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.3რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
4თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.4ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე;
5ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.5საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
6შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.6არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.7დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.8ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო.
9რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.9რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.10არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.11რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა;
12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.12ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
13ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.13ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.14რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.15ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.16დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (19.აპრ.2013)
ნანახია: 314
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016