იოანეს სახარება 13-17 - იოანეს სახარება - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » იოანეს სახარება

იოანეს სახარება 13-17


 ფეხთბანა
1 პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფლებში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. 2 სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. მივიდა სიმონ–პეტრესთან. ის კი ეუბნება: ,,უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?" მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ." ეუბნება მას პეტრე: ,,უკუნისამდე არ დამბან ფეხს." მიუგო იესომ: ,,თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი." ეუბნება მას სიმონ–პეტრე: ,,უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც." 10 ეუბნება მას იესო: ,,განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა." 11რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
  12 ფეხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: ,,იცით რა გიყავით? 13 თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ. 14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ, თქვენც ერთმანეს უნდა დაბანოთ ფეხნი. 15 რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. 16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. 17 რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. 18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: 'ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.' 19 ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. 20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს."

 იესო წინასწარ ლაპრაკობს თავის გაცემაზე
21 ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღევლდა, დაამოწმა და თქვა: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თვენ: ერთ თქვენგანი გამცემს მე." 22 გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. 23 იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთ მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. 24 სიმონ–პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.  25 გადაიხარა იგი და იესოს მკერდისკენ და ეუბნება: ,,უფალო, ვინაა იგი?" 26 მეუგებს იესო: ,,ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ." ამოუწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: ,,რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე." 28 მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრეს ეს. 29 ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. 30 ის კი, როგორც კი ლუკმა იაღო, დაუყონებლივ გავიდა. და იყო ღამე.

 ახალი მცნება
31 
როცა გავიდა, ამბობს იესო: ,,ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. 32 რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას. 33 შვილებო, კიდევ მცირე ხანსაღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდევლებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ–მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. 34 ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. 35 ჩემი მოწაფეები ხომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ."

 წინასწარ ლაპარაკი პეტრეს უარყოფაზე
36 
ეუბნება სიმონ–პეტრე: ,,უფალო, სად მიდიხარ?" მიუგო მას იესომ: ,,ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები." 37 ეუბნება მას პეტრე: ,,უფალო ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის." 38მიუგო იესომ: ,,სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.


 იესოს გზა მამისკენ
1 ,,ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრნი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.  როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა." 5ეუბნება მას თომა: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?" 6 ეუბნება მას იესო: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი." ეუბნება მას ფილიპე: ,,უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის." ეუბნება მას იესო: ,,რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო? 10 არ გწამს, რომ მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. 11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. 12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გაკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. 13რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. 14 თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.

 სულიწმიდის დაპირება
15 
,,თუ  მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. 16 მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, 17 ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთნა რჩება და თქვენში იქნება. 18 ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. 19 კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღავ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. 21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მე შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები." 22 ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: ,,უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?" 23 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. 24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.
   25 ამას გელაპარაკობიდით თქვენთან ყოფნისას, 26 ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდაა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით:  მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა. 29 ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30 ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. 31მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამა მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.


 იესო — ჭეშმარიტი გზა
1 ,,მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი — თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორ ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება. 7 თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. ,,როგორც მამა შემიყვარა, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. 10 თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
   11 ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს. 12 ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. 13 იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრისათვის. 14 თქვენ ჩემი მოგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ. 15 მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ. 16 თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცეთ თქვენ. 17 ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.

 სოფლის საძულველნი
18 
,,თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. 19 თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს. 20 გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის–მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. 21მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.  22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის. 23 ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს. 24 მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომელნიც სხვას არავის გაუკეთებებია, ცოდვად აღარ ექნებოდათ. ახაკი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც. 25 მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: 'უმიზეზოდ შემიძულეს.'
   26 როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. 27 თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ.


1 ,,ეს ყველაფერი გეკლაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ. სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურე-ბა. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე. მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით.

 სულიწმიდის მოქმედება
ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: 'საით მიდიხარ შენ?' მაგრამ მწუხარე-ბით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით. 7მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქ-ვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმარ-თლისა და განკითხვის გამო, 9 ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს, 10 სიმართლის გამო, მამას-თან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ, 11 განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლი-სა განკითხულია,
12 კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. 13 როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპაკრე-ბს, არამედ იმას ილაპაკარებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. 14 იგი განმა-დიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. 15ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ–მეთქი.

 მწუხარების სიხარულად ქცევა
16 
,,ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტად და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდი-ვარ." 17 ზოგიერთმა მისმა მოწაფებ ერთმანეთს გადაულაპარაკა: ,,ამას რას გვეუბნება: ცო-ტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?" 18 ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო. 19 მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: ,,იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ -მეთქი? 20 ჭეშმა-რიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. 21 დედაკაცი მშობია-რობისას წუხს, რადგან მისის ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიახრულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში. 22 თქვენ დამწუხრებულნი ხართ ახლა, მა-გრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგა-რთმევთ. 23 ,,იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. 24 აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

 მე ვძლიე სოფელს
25
 ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგა-ვებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ. 26 იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. 27 ვინაიდან თვით მამას უყვარხა-რთ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისაგან გამოვედი. 28 მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან." 29 უთხრეს მისმა მოწაფეებმა: ,,აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ. 30 ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგანა გამოხვედი." 31 მიუგო მათ იესომ: ,,ახლა გწამთ? 32 აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, რო-ცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მა-მაა ჩემთან. 33 ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს."


 იესოს ლოცვა
1 ეს ელაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: ,,მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან მიეცა მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე— იესო ქრისტეს. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე. 6 შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები: სოფლისათვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. 10 ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი — ჩემი, და მე მათში განვდიდდი. 11 მე აღარ ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. 12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. 13 ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით. 14 მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა. 15 არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან. 16 ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა. 17 განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა. 18 როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში. 19 ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში. 20 ,,მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. 21 რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე. 22 და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. 23 მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24 მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე. 25 მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე. 26მე ვაუწყე მათ შენი სახელი დ კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო."


გაგრძელება




კატეგორია: იოანეს სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 369
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016