S-T - ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

S-T



Säure
(გერმ.) - მჟავიანობა, იზომება 1000 ერთეული

Schaumwein
(გერმ.) - ცქრიალა ღვინო - ზოგადი ტერმინი იაფფასიანი შუშხუნა სასმელისთვის. ხარისხიან ცქრიალა ღვინოებს ეწოდება Sekt.

Schillerwein
(გერმ.) - QbA ან QmP კატეგორიის ღია წითელი ღვინო, რომელიც იწარმოება მხოლოდ Württemburg-ის რეგიონში.

Schloss
(გერმ.) - ციხესიმაგრე

Schoppenweine
(გერმ.) - კიდევ ერთი ტერმინი ღვინისთვის, რომელსაც დიდი ზომის ღია ჭურჭლით მიათმევენ.

Sec
(ფრ.), secco (იტალ.), seco (ესპ. დაპორტ.) - მშრალი.

Secco
(იტალ.) - მშრალი.

Secondes
- "მეორესპირტი." ასეუწოდებენშარანტესალამბიკშიმეორედგამოხდისშედეგადმიღებულსასმელს.

Sekt
(გერმ.) - გერმანული ხარისხიანი ცქრიალა ღვინო, რომელიც ისეთსავე აპრობაციას ექვემდებარება, როგორცQbA ღვინოები.

Semisecco
(იტალ.) - ნახევრადმშრალი.

Singlecru
- ანგლო-ფრანგული ჰიბრიდი, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც monocru-ს.

Single distillerie
- კონიაკი, რომლისთვისაც სპირტს იღებენ გარკვეულ სადისტილაციო სახელოსნოებში და რომელიც ოსტატის ინდივიდუალობას ატარებს.

Single estate cognac 
- იხ. cognac de domaine

Skin contact
- თეთრი ღვინოების დამზადების მიღებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაწურვამდე რაღაც დროის მანძილზე ყურძნის დურდოსკანისგან არ აცალკევებენ. რამდენიმე საათით ამგვარი ჩალბობის შემდეგ ზოგიერთი თეთრი ღვინო მშვენიერ არომატს იძენს. დღეს ეს ტექნოლოგია იშვიათად გამოიყენება "მტევნებით წნეხვის" მეთოდის გამო.

Spätlese
(გერმ.) - სიტყვასიტყვით, "გვიანი კრეფა". QmP კატეგორია, გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე Kabinett და უფრო დაბალის, ვიდრე Auslese. აღნიშნავს ალკოჰოლის უფრო მაღალი შემცველობის და მეტად სავსე ღვინოებს, ვიდრე Kabinett. არცთუ იშვიათად გაცილებით ტკბილიც არის, მაგრამ არა ყოველთვის. მწარმოებელმა, რომელიც Spätlese-სთვის აპირებს მოსავლის დაკრეფას, ამის შესახებ ხელისუფლებას უნდა აცნობოს. ექსპერტ-დეგუსტატორთა ჯგუფები ვალდებულნი არიან, თითოეულ რეგიონსა და მოსავალში Spätlese-სთვის აუცილებელი მასახიათებლები დაადგინონ.

Spitzen
(გერმ.) - "მწვერვალი" - გერმანელების საყვარელი ტერმინი, რომელსაც იყენებენ ვენახის, მწარმოებლის ან ღვინის დამზადების წლის აღსანიშნავად.

Spumante
(იტალ.) - ცქრიალა.

Stravechcio
(იტალ.) - ძალიან ძველი.

Stück
(გერმ.) - რეინში - ტრადიციული მუხის კასრი, რომელიც 1200 ლიტრს, ან დაახლოებით 133 ყუთს იტევს. არსებობს კიდევ doppelstüke(ორმაგი), halbstüke (ნახევრიანი) და viertelstüke(მეოთხედი).

Superiore
- ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იტალიური ღვინოების მომატებულ სიმაგრეს.

Superiore
(იტალ.) - DOC-ის მიერ დადგენილ წესებზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელი სხვადასხვა კატეგორიისა და მასახსიათებლისათვის. მაგალითად, ალკოჰოლის გაცილებით მაღალი შემცველობა.

Süssreserve
(გერმ.) - ყურძნის ტკბილი, დაუდუღებელი წვენი, რომელსაც ინახავენ მშრალი, სრულად ფერმენტირებული ღვინისთვის შესარევად, რათა მიაღწიონ იდეალურ, გაცილებით ჰარმონიულ შედეგს. თუ ეს პროცესი ზომიერად განხორციელდება, საშუალო დონის ღვინო მხოლოდ იხეირებს.



Tafelwein
(გერმ.) - "სუფრის ღვინო", გერმანული ღვინოების ყველაზე მოკრძალებული კატეგორია. წინდებული "Deutsche"-ს გარეშე ღვინო არ ითვლება გერმანულად, როგორი გოტიკური შრიფტითაც უნდა იყოს შესრულებული ეტიკეტზე წარწერა. კონტროლდება ყველაფერი - წარმომავლობა, ალკოჰოლის შემცველობა და ყურძნის ჯიში, თუმცა Tafelwein მხოლოდ წყურვილის მოსაკლავი მსუბუქი ღვინოა.

Tenementi(tenuta)
(იტალ.) - მამული.

Terroir
(ტერუარი) - მიკროკლიმატისა და ნიადაგის ურთიერთქმედება, რომელიც ქმნის პირობებს გარკვეული ტიპისა და ხასიათის ღვინის ან ბრენდის მისაღებად.

Tete
- "თავი". ალამბიკში პირველი გამოხდით მიღებული დისტილატი.


Tiercon
- მოცულობის მოძველებული საზომი, რომელსაც საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: შამპანში - 91 ლიტრი, ლანგედოკში - 228 ლიტრი, არმანიაკში - 375 ლიტრი, კონიაკში - 520-დან 560 ლიტრამდე. ყველაზე ხშირად კონიაკში 350-400 ლიტრის მოცულობის კასრებს იყენებემ, რომელთაც futs ან barriques- ს უწოდებენ.

Tinto
(ესპ. და პორტ.) - წითელი ღვინო.

Trocken
(გერმ.) - "მშრალი" - ღვინოების ოფიციალური კატეგორია, რომელიც შეიცავს 9გ/ლ არაფერმენტირებულ შაქარს. ამჟამად გერმანიაში მოდაშია მშრალი ღვინის სადილთან მიყოლება. თავის დროზე ისინი ძალზე თხელი და მჟავე იყო, თუმცა, ბოლო დროს გაცილებით გაუმჯობესდა.

Trockenbeerenauslese
(გერმ.) - ყურძნის გადარჩეული გამომშრალი მარცვლები (შემოკლებით TBA). რა უცნაურიც უნდა იყოს, დიამეტრულად განსხვავდება წინა პუნქტში მოცემული განმარტებისგან. "მშრალი" აქ ყურძნის გადამწიფებულ მარცვლებს გულისხმობს, რომელთაც მხოლოდ მას შემდეგ კრეფენ, რაც "კეთილშობილი ობისგან" დაიჭმუჭნება. შაქრის, მჟავიანობისა და არომატების კონცენტრაცია იმდენად იზრდება, რომ Oechsle-ს მაჩვენებელი 300 ერთეულამდე იზრდება, მაშინ, როდესაც უმნიშვნელო უნდა იყოს. TBA ღვინოები ფერმენტაციას დუნედ გადის და იშვიათად აჩვენებენ 7%-ზე მეტ ალკოჰოლის შემცველობას - ნარჩენი შაქარი ბუნებრივი კონსერვანტივით მოქმედებს და ღვინის მომწიფებას წლობით ახანგრძლივებს.

Troncais
- ცენტრალურ საფრანგეთში, ალიეს დეპარტამანტის ცნობილი ტყე. მუხებს, რომლებიც აქ იზრდება, კასრების დასამზადებლად იყენებენ. ტრონსეის მუხა განსაკუთრებული წვრილმარცვლოვანი სტრუქტურითა და ტანინის დაბალი შემცველობით გამოირჩევა.




კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 578
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016