N-O-P-Q-R - ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

N-O-P-Q-R




Natural strength
(ინგლ.) - იხ. brut de fut.

Nero
(იტალ.) - შავი ან მუქ-წითელი.

Neuzüchtung
(გერმ.) - ღვინის ახალი ჯიში.

New World
(ახალი სამყარო) - არაფორმალური კატეგორია, რომელიც მოიცავს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს.

Non-vintage
- ღვინო, რომელზეც არ არის აღნიშნული მოსავლის წელი.




Oechsle
(გერმ.) - ხვედრითი წონა, მაჭრის სიტკბო, რომელიც გერმანულ მეღვინეობაში ფერდინანდ ოხსლემ (1774-1852) გამოიგონა.

Offene Weine
(გერმ.) - ღვინო, რომელსაც კაფესა და Weinstube-ში ღია ჭურჭლით მიართმევენ.

Oinos Erithos/Mavros
(ბერძნ.) - წითელი ღვინო.

Oinos Lefcos
(ბერძნ.) - თეთრი ღვინო

Old World
(ძველი სამყარო) - არაფორმალური კატეგორია, New World-ის საპირისპირო. აერთიანებს ევროპის, ჩრდილო აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს ქვეყნებს.

Organic wines
- ამ ტერმინით აღნიშნავენ ღვინოს, რომელიც მიღებულია ყოველგვარი ქიმიური სასუქის, პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა სინთეტიკური ქიმიკატების გარეშე მოწეული ყურძნისგან. გარდა ამისა, Organic wines აწარმოებენ მხოლოდ ბუნებრივი ღვინის საფუარითა და მეთოდებით, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად დაიცვან გარემო პირობები. საფრანგეთში ასეთ ღვინოს ხანდახან vin biologique-ს უწოდებენ. ღვინოს Organic კატეგორიას სპეციალური მონიტორინგის ორგანიზაციები ანიჭებენ, ისეთი, როგორიცაა BCS Oko-Garantie GmbH გერმანიაში და რიგ სხვა ქვეყნებში. Organic wines წარმოება მსოფლიოში არცთუ დიდია, თუმცა, მისადმი ინტერესი ყოველ წელს იზრდება.

Ortsteil
(გერმ.) - ქალაქის შემოგარენი ან დიდი დასახლების ნაწილი, რომელიც სოფლის (gemeinde) სტატუსისგან დამოუკიდებელია. მაგალითად, Erbach Rheingau-ში - ქალაქ Eltville-ს შემოგარენი. ზოგიერთ ცნობილ მამულს, მაგ. Schloss Vollrads-ს უფლება აქვს ეტიკეტზე სოფლის სახელწოდება არ მიუთითოს.

Ovals
(ოვალური კასრები) - ოვალური, და არა მრგვალი ძირის მქონე
ნებისმიერი ზომის კასრები. მათ სარდაფში არ გადააადგილებენ. ეს უფრო გერმანული ტრადიციაა, ვიდრე ფრანგული.



Paradis
- "სამოთხე." ადგილი, სადაც ინახება ყველაზე ძველი კონიაკის სპირტები (ჩვეულებრივ, ჩალით შემოწნულ დიდ ბოთლებში, რომელთაც დამ-ჟანს ან ბონბონს უწოდებენ).

Part des anges
- "ანგელოზების წილი." კონიაკის სპირტის დანაკარგი, კასრებში დაძველებისას მუდმივი აორთქლების შედეგი.

Passito
(იტალ.) - შემჭკნარი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო. მაღალი კონცენტრაციის, მაგარი და ჩვეულებრივ, ტკბილი.

Perlwein
(გერმ.) - მსუბუქი ცქრიალა ან შუშხუნა სუფრის ღვინო, ხშირად ხელოვნურად გაზირებული წნევის მეშვეობით. მცირე რაოდენობით მომჟავო ნახშირმჟავა გაზი ამ ღვინოთა უსახურ გემოს აცოცხლებს.

Petit Château
(პტი შატო) - ბორდოს ღვინისმწარმოებელთა არაფორმალური გაერთიანება, რომლებიც არსებულ კლასიფიკაციაში ჩართული არ არიან. Petit Château- ს ბევრი ღვინო ძალზე მაღალი ხარისხისაა.

Petites eaux-
იხ. faibles.

Phylloxera vastatrix
- მავნებელი მწერი, რომელიც ვაზის ფესვს ანადგურებს. XIX საუკუნეში ამერიკიდან ევროპაში შემთხვევით შემოიტანილმა უამრავი ვენახი გაანადგურა. არსებობს მასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი ხერხი, მყნობა (ევროპული vitis vinifera-ს ამერიკულ ძირებზე ამყნობენ.)

Pisko
- არომატული ბრენდი, წარმოებული ჩილეში, პერუსა და ბოლივიაში ვაზის მუსკატური ჯიშებისგან.

Podere
(იტალ.) - ფერმა ან ღვინის მამული.

Polish filtration
- უკანასკნელი ფილტრაცია უმცირესი ნახვრეტების მქონე ფილტრში, იმისთვის, რომ ღვინო "ბრწყინავდეს."

Pomace
- ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი მასა (ჩენჩო, კურკა).

Prädikat
(გერმ.) - იხ. QmP

Premier cru, ან ler cru
- გრანდ შამპანის საუკეთესო სუბრეგიონში წარმოებული კონიაკების ოფიციალური კატეგორია. მისი ეტიკეტზე მითითება სავალდებულო არ არის.

Première chauffe
- ღვინის პირველი გამონახადი, რომელიც იძლევა brouillis-ს - 27-32 გრადუსის სიმაგრის დისტილატს.

Produttore
(იტალ.) - მწარმოებელი.

Propriétaire
- მფლობელი, მესაკუთრე.

Propriétaire-récoltant
- ვენახის მეპატრონე, რომელიც თავად იღებს მოსავალს და აყენებს ღვინოს. როგორც წესი, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Propriété
- იხ. château



Qualitätswein bestimmter Anbaugebiete(QbA)
"ხარისხიანი ღვინო მითითებული ოლქიდან." სუფრის ღვინოებზე (tafelwein და landwein) უფრო მაღალი და QmP-ზე გაცილებით დაბალი ხარისხის ღვინო. QbA ღვინოებში ალკოჰოლის შემცველობას მაჭარში შაქრის დამატებით ზრდიან. წარმოშობით უნდა იყოს ცამეტ anbaugebiete-ს შორის ერთ-ერთიდან, იწარმოებოდეს მხოლოდ ყურძნის ნებადართული ჯიშისგან, შაპტალიზაციამდე აღწევდეს სიმწიფის გარკვეულ ნიშნულს და AP ნომრის მისაღებად დეგუსტაციურ ტესტებს გადიოდეს. ზოგიერთ ნაკლებმოსავლიან წელს ამ ღვინოებს საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებენ. ისინი არცთუ ურიგო ხარისხისაა, მაგრამ QmP დონეს მაინც ვერ აღწევს.



Qualitätswein mit Prädikat (QmP)
(გერმ.) - "ხარისხიანი ღვინო გამორჩეული ნიშნებით" - ყველა გერმანული საუკეთესო ღვინის ოფიციალური განსაზღვრება, დაწყებული Kabinett კატეგორიიდან - TBA-ჩათვლით, სიტკბოს, სისავსისა და ღირებულების გათვალისწინებით. QmP ღვინოები უნდა მომდინარეობდეს ცალკეული Bereich-იდან და გადიოდეს სერთიფიკაციას წარმოების თითოეულ ეტაპზე.

Queues
- "კუდები." ალამბიკიდან სპირტის გამოხდის ბოლო ეტაპი.



Rancio
ა) ნიგვზისა და შემწვარი პურის სუნის აღმნიშვნელი ესპანური ტერმინი. რანსიო ახასიათებს ნატურალურ წითელ ღვინოებსა და ხერესებს.
ბ) არომატების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ძალიან დიდი ხნის დაძველების ზოგიერთ კონიაკს.

Rebe
(გერმ.) - ყურძენი

Réchauffe-vin
- იხ. chauffe-vin

Récolte
- მოსავალი

Redouellage
- ასე უწოდებენ ბოცის ძველი საცობის შეცვლას ახლით, იმ მიზნით, რომ გაცილებით საგრძნობი გავლენა მოახდინოს კონიაკის სპირტზე. თუმცა, ეს ზეგავლენა არ უნდა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც სრულიად ახალი კასრების შემთხვევაში.

Réduction
- რედუქცია, კონიაკის სპირტის დისტილირებული წყლით ეტაპობრივი გაზავება. გამიზნულია სასმელის სიმაგრის შესამცირებლად.

Reserve
- ტერმინი, რომელიც გამოიყენება ახალი სამყაროს ღვინოთა ეტიკეტებზე სხვადასხვა სტილის ან სპეციალურად შერჩეული, საუკეთესო ღვინოების აღსანიშნავად.

Restsüsse
- "ნარჩენი შაქარი". შაქარი, რომელიც რჩება ბოთლებში შენახულ ღვინოში, იმის მიუხედავად, დუღილის პროცესი ხელოვნურად შეჩერდა თუ ბუნებრივად. ზოგიერთი მშრალი (trocken) გერმანული ღვინო ლიტრზე 1 გრამზე ნაკლებს შეიცავს. TBA კატეგორიაში შაქრის შემცველობამ საოცარ ნიშნულს, ლიტრზე 200 გრამზე მეტს შეიძლება მიაღწიოს, თუმცა ალკოჰოლში გადასული შაქრის დონე ძალზე დაბალია.

Riserva, riserva speciale
(იტალ.) - DOC ღვინოები, რომელთა დაძველება კანონით დადგენილი წლების განმავლობაში ხდებოდა (speciale - ნიშნავს ამ ციფრზე უფრო მეტ ხანს). Chianti-ს ზონის გამოკლებით, ტერმინი ნელ-ნელა იდევნება ხმარებიდან.

Rosado
(ესპ. და პორტ.), rosato (იტალ.), rose (ფრ.) - ვარდისფერი.

Rosewein
(გერმ.) - ყურძნის წითელი ჯიშებისაგან მიღებული ბაცი ვარდისფერი ღვინო.

Rosso
(იტალ.), rotwein (გერმ.) - წითელი ღვინო

Rotling
(გერმ.) - ყურძნის თეთრი და წითელი ჯიშების შერევით მიღებული ბაცი წითელი ღვინო.

Rotwein
(გერმ.) - წითელი ღვინო




კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 755
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016