I-J-K-L-M - ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

I-J-K-L-M

I

Imbottigliato
(იტალ.) - (messo in bottiglia) nel`origine (del produttore all`origine), ბოთლებში ჩამოსხმულია მამულში.

Imbottigliatodal produttore all origine
(იტალ.) - ღვინო"ჩამოსხმული მწარმოებლის მიერ მისსავე მამულში".

INAO
– Institut National des Appellations d`Origine
- წარმოშობის მიხედვით დასახელების მიმნიჭებელი სახელმწიფო კომიტეტი. ცენტრალური ორგანო, რომელიც საფრანგეთის სოფლისმეურნეობის სამინისტროსთან ერთად აპელასიონებთან და სპირტიანი სასმელების ხარისხისთან დაკავშირებულ საკითხებს აკონტროლებს.

Indicacao de Proveniencia Regulamentada (IPR)
- პორტუგალიური საკლასიფიკაციო კატეგორია.

Indicazione Geografica Tipica (IGT)
- იტალიური საკლასიფიკაციო კატეგორია.



Jahrgang
(გერმ.) - მოსავლის წელი.

Jerez
(ხერესი) - ტკბილი ან მშრალი ესპანური ღვინოები ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

Jug wines
- (ჩამოსასხმელი ან "დოქის" ღვინო) თავდაპირველად ეს იყო დამზადების ადგილზევე დოქში ჩამოსხმული ღვინო, რომელიც სწრაფი მოხმარებისთვის იყო გამიზნული. ჩვეულებრივ, ორდინარული, დაბალი ხარისხის ღვინოები. დღეს ასე უწოდებენ სტანდარტულ ღვინოებს, რომლებიც დიდი ბოთლებითიყიდება.




Kabinett
(გერმ.) - Qualitätswein mit Prädicat დონის ნატურალური, დაუმტკბარი ღვინოების პირველი კატეგორია. საუკეთესო Kabinett ღვინოები სიმსუბუქით გამოირჩევა და ნამდვილი დელიკატესებია. სწორი მოხმარებისას ისინი გაცილებით მძიმე და ძვირადღირებულ Spätlese და Auslese ღვინოებს არ ჩამოუვარდება.

Kellerei
(გერმ.)- ღვინის სარდაფი, რომელიც გამყიდველისა უფროა, ვიდრე - მევენახის.

Kosher
- კოშერული ღვინო. სიტყვასიტყვით "მართალს" ნიშნავს. ის რაბინატის ყველა მკაცრ მოთხოვნასა და კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამიტომ ამ ღვინის გამოყენება მორწმუნე იუდეველებს შეუძლიათ.

Ktima
(ბერძ.) - ვენახი, მევენახეობის მეურნეობა.




Landwein
(გერმ.) - მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინოების კატეგორია, რომელიც 1982 წელს შემოიღეს.

Liebfraumilch
(გერმ.) - ღვინო "სასიამოვნო ხასიათით". Liebfraumilch-ი18-დან 40 გრამამდე ნარჩენ შაქარს შეიცავს და ოფიციალურად Pfalz, Rheinhessen, Rheingau ან Nahe რეგიონებიდან წარმოდგება. მიეკუთვნება QbA კატეგორიას და ძირითადად რისლინგის, სილვანერის ან მიულერ-ტურჰაუს გამოყენებას გულისხმობს. რამდენადაც ამ ღვინის ხასიათი და ხარისხი მიმწოდებლიდან მიმწოდებლამდე იცვლება, მისი პოპულარობა შეიძლება უბრალო და დაუვიწყარ სახელწოდებას მივაწეროთ.

Limousin
(ლიმუზენი) - ოლქი ცენტრალურ საფრანგეთში, რომელიც მუხის ტყეებით არის განთქმული. ლიმუზენური მუხა განსაკუთრებული სტრუქტურითა და ტანინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც, ბევრის აზრით, მისწრებაა კონიაკის სპირტის ხანგრძლივი შენახვისთვის.

Liquoroso
(იტალ.) - მაგარი ღვინო. ზოგჯერ ტკბილია, ზოგჯერ – არა.

Lot
("ლო")- სპირტის ან კონიაკის განსაზღვრული პარტია; ხშირად გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, როგორც manche.



Maison
(მეზონ) - სახლი, იგივე ფირმა, მწარმოებელი, ნეგოციანტი.

Maître de chai
(მეტრ დე შე) - კონიაკის ოსტატი, რომელიც აკონტროლებს კასრებში სპირტის მომწიფების პროცესს და ახდენს ასამბლაჟს საბოლოო პროდუქტის, ანუ კონიაკის მისაღებად.

Maître-distillateur
- დისტილაციის ოსტატი, სპეციალისტი, რომელიც ღვინის გამოხდის პროცესს აწარმოებს.

Malaga
(მალაგა) - ტკბილი და ნახევრადტკბილი ესპანური ღვინოები.

Manche
(მანშ) - სპირტის პარტია, რომელიც გამოხდისთანავე რეგისტრირდება წარმოშობის, მილეზიმისა და არომატის ხარისხის ნიშნით.

Marchio depositato
(იტალ.)- რეგისტრირებული მარკა.

Mariage
- "ქორწინება," "ქორწილი." კონიაკის სპირტების ასამბლაჟის დამაგვირგვინებელი პროცესი, რომლის შემდეგაც კარგი მწარმოებელი გარკვეული დროით კიდევ აჩერებს საბოლოო პროდუქტს მუხის კასრებში.

Master of Wine
- საპატიო წოდება, რომელსაც ანიჭებენ საპატიო ღვინის მწარმოებლებს, მოვაჭრეებს, საერთაშორისო ექსპერტებს და ღვინის სპეციალისტებს. როგორც წესი, Masters of Wine საერთაშორისო კონკურსებზე ჟიურის წევრებად გვევლინებიან.

Metodo tradizionale (classico)
(იტალ.) - აუცილებელი ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ შამპანურის მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოს.

Millesime(ფრ.), vintage (ინგლ.)
- მოსავლის წელი. მილეზიმურს უწოდებენ ასევე გარკვეული წლის მოსავლისგან მიღებულ, ან უბრალოდ, მაღალი ხარისხის ღვინოს. კონკრეტული წლის მოსავლის სპირტისგან მიღებული კონიაკი.

Mis en bouteille au château, mis en bouteille au domaine, mis en bouteille à la propriété
(ინგლ.) estate bottled - მეღვინეობის რაიონებში: ღვინო, დამზადებული ერთი ვენახის ყურძნისგან, წარმოებული და ჩამოსხმული იმ საწარმოში, რომელსაც ეს ვენახი ეკუთვნის. შარანტეს ბევრი მცირე საოჯახო საწარმო კონიაკს სწორედ ამ პრინციპით აწარმოებს, მყიდველს კი ამის შესახებ ერთ-ერთი ზემოთმოყვანილი ფრაზის ეტიკეტზე აღნიშვნით ამცნობს.

Mise(en bouteille au domaine)
- ფრანგული ტერმინი - "ჩამოსხმულია მამულში."

Mistelle
- პინო დე შარანტეს ტიპის სასმელი.

Monocru
- შარანტეში: მხოლოდ ერთ სუბრეგიონში (მაგ. ფენ ბუაში) ან ერთ მეღვინეობის მეურნეობაში წარმოებული კონიაკი. კონიაკის მეორე ტიპს ასევე უწოდებენ cognac de domaine-ს.

Mostgewicht
(გერმ.) - "ტკბილის წონა". ყურძნის წვენის ხვედრითი წონა, რომელსაც ადგენენ ჰიგრომეტრით შაქრიანობის შემცველობის დასადგენად. საზომიერთეულია"გრადუსOechsle".




კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 965
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016