კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

D-E

D

Dame-jeanne
(დამ-ჟანი), bonbonne (ბონბონი) - ჩალით შემოწნული დიდი მინის ბოთლი, დაახლოებით 30 ლიტრის მოცულობის, სადაც სპირტს მუხის კასრში დაძველების შემდეგ ინახავენ.

Deutsche(r)
(გერმ.) - "გერმანული" - აღნიშნავს სუფრის ღვინოს (tafelwein), რომელსაც გერმანიაში "ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის" დაბალხარისხიანი ღვინოებისგან ამზადებენ და ხშირად ფსევდოგერმანული ეტიკეტებით იყიდება.

Deutsches Weinsiegel
(გერმ.) - ხარისხის ნიშანი. ენიჭება DLG ღვინოებს, რომელთაც გადააჭარბეს ხარისხის სტანდარტულ მაჩვენებელს (ქულებში).

Diabetiker-Wein
(გერმ.) - ყველაზე მშრალი გერმანული ღვინოების კატეგორია, რომელიც ლიტრზე 4 გრამზე ნაკლებ დაუდუღებელ შაქარს შეიცავს. დიაბეტით დაავადებულებს ამ ღვინის გამოყენება მხოლოდ ექიმის ნებართვით შეუძლიათ.

Digestif
(დიჯესტივი) - სპირტიანი სასმელი, როგორც წესი, მაღალი ხარისხის, რომელსაც ჭამის დასრულების შემდეგ მიირთმევენ. კლასიკური დიჯესტივის მაგალითია ელიტური კონიაკი.

Distillat
- დისტილატი (ალამბიკიდან მიღებული სპირტი).

Distillateur de profession
- იხ. bouilleur de profession

Distillateur-eleveur
- დისტილირების ოსტატი, რომელიც თავად აძველებს საკუთარ გამოხდილ სპირტს. როგორც წესი,იმიტომ, რომ შემდეგ უფრო ძვირად მიჰყიდოს ნეგოციანტს.

Distillateur - recoltant
- მევენახე, რომელიც თავად აყენებს თავის ღვინოს, როგორც წესი, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Distillation
- დისტილაცია, გამოხდა.

Distillerie
- ნაგებობა, სადაც ალამბიკებია დაყენებული.

DLG
(გერმ.) - გერმანული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, ორგანო, რომელიც აფასებს ღვინოებს და ამ სფეროში ნაციონალურ ჯილდოებს ანიჭებს. იხ.:Bundesweinpramierung.

DO(Denominacion de Origen) 
- კლასიფიკაციის ესპანური სისტემით, ამათუიმ ზონის "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით". ფრანგული AOC კატეგორიის ანალოგი.

DOC(Denominacao de Origem Controlada)
- პორტუგალიური ღვინოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.

DOC(Denominazione di Origine Controllata)
- იტალიური საკვალიფიკაციო სისტემის მიხედვით, ამათუიმ ზონის "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით".

DOCA(Denominacion de Origen e Calificada)
- ესპანური ღვინოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.

DOCG(Denominazione di Origine Controllata e Garantita)
- იტალიური ღვინოების უმაღლესი კატეგორია სახელმწიფო გარანტიით.

Dolce
(იტალ.), dulce (ესპ.) - სავსებით ტკბილი (შეიცავს ნარჩენი შაქრის 5-10%-ს).

Domaine
- კერძო მფლობელობაში მყოფი ვენახი, მამული საფრანგეთში. ეს ტერმინი, უპირველესად, ბურგუნდიისთვის არის დამახასიათებელი.

Domane
(გერმ.) "ოლქი" - გერმანიაში ეს ტერმინი, ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რომ აღწეროს გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს კუთვნილი მიწები. მაგალითად, Rheingau-ში, Franken-სა და Nahe-ში.

Droog
- მშრალი (სამხრეთამერიკული ღვინოებისთვის).

Dry
- მშრალი ღვინის აღმნიშვნელი ტერმინი.




Early landed cognac
(ინგლ.) - კონიაკი, რომელსაც ინგლისს ბოთლებით კი არა, კასრებით აწვდიან, შემდგომი დაძველებისათვის.

Eau-de-vie
- ნებისმიერი სპირტი, მათ შორის, კონიაკის; ასევე, ნებისმიერი მაგარი სპირტიანი სასმელი, არყის ჩათვლით.

Edelfäule
(გერმ.) - კეთილშობილი ობი.

Einzellage
(გერმ.) - ვენახის ინდივიდუალური ნაკვეთი. გერმანიაში დაახლოებით 2600 Einzellagen-ია. ოფიციალურად, თითოეული Einzellage-ს მინიმალური ფართობი 5 ჰექტარია, თუმცა, ზოგიერთი უფრო მცირე ზომისაა. ყველა Einzellage არ არის მოსაზღვრე, განსაკუთრებით, Baden-სა და Wurttemberg-ში. Grosslage - ერთეულია, რომელიც რამდენიმე Einzellage-ს აერთიანებს. Einzellage და Grosslage ეტიკეტზე სოფლის (gemeinde) დასახელების შემდეგ არის აღნიშნული.

Eiswein
(გერმ.) - ზამთარში დაკრეფილი ყურძნისგან დაწურული ღვინო. ყინვადაკრულ მტევნებს სისხამ დილით კრეფენ და მაშინვე ჭყლეტენ. ასეთ მარცვლებში წყალი გაყინულია, ყინულისგან გამოცალკევებული წვენი კი დიდი კონცენტრაციით შაქარს შეიცავს, მჟავიანობაც მაღალი აქვს და ძალზე არომატულია. შედეგად მიიღება საოცრად ტკბილი და გამამხნევებელი ღვინოები დაძველების თითქმის უსაზღვრო პოტენციალით. Eiswein-ები განსაკუთრებით მაღალი ფასებით გამოირჩევა.

Eleveur
- ადამიანი, რომელიც სპირტს კასრებში აძველებს, ჩვეულებრივ, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Embotellado de/en Origen
(ესპ.) - ჩამოსხმულია მამულში.

Engaraffado na Origem 
(პორტ.) - ჩამოსხმულია მამულში.

Erstes Gewächs
- იხ. grosses gewäches.

Erzeugerabfüllung
(გერმ.) - "ბოთლებში ჩამოსხმულია მამულში", ფრანგული mis en bouteilles au domaine-ს ანალოგი.

Espumoso
(ესპ.)
– ცქრიალა.

Estate bottled
- ვენახის მფლობელის ან მწარმოებლის მიერ წარმოების ადგილზე მოყვანილი ყურძნისგან ჩამოსხმული ღვინო. ფრანგული ვარიანტია - as mis-en-bouteilles-au-Château ან Domaine, გერმანული - Erzeugerabfüllung, იტალიური - Nel`Origine.

Etichetta
(იტალ.) - ეტიკეტი (იარლიყი).


კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 1089
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017