B - ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

B


B

Barrel Aging
- დაღვინება კასრში. წითელი ღვინოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით, კაბერნე სოვინიონის ჯიშისას, ასევე, ზოგიერთ თეთრს, უპირველესად, შარდონესგან დამზადებულს, კასრში აჩერებენ. ამ პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ღვინის ტიპზე და იმაზე, თუ რა შედეგი სჭირდება მეღვინეს. კასრში დაძველება ღვინოს უფრო რბილსა და მდიდრულს ხდის. ტანინები და მუხის არომატი მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

Barrel, cask
(ინგლ.), baril (ფრანგ.), barile (იტალ.), barril (ესპ.) - კასრი. გამოიყენება სპირტის, ღვინისა და ა.შ. დასაყენებლად. ზომები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

Barrique
- შარანტში ამ ბორდოული ტერმინით მცირე ზომის მუხის კასრებს აღნიშნავენ.

Barriquewein
(გერმ.) - ღვინოები, რომელთაც ფერმენტაცია მუხის ახალ პატარა კასრებში გაიარეს. კარგი წითელი ღვინის მისაღებად ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება. თეთრ ღვინოებთან მიმართებაში კი მრავალფეროვნება გაცილებით მნიშვნელოვანია.

Beerenauslese
(გერმ.) - "სიტყვასიტყვით "ნარჩევი მარცვალი" - QmP ღვინოების კატეგორია, რომლებიც Auslese-ს სიტკბოთიც აღემატება, ხარისხითაც და ფასითაც. მხოლოდ ძალიან მწიფე და ბოტრიტიზებული ყურძნის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ კონცენტრირებულად ტკბილი, ხშირად ძალზე მუქი ფერის ღვინო, რომელიც ინახება."

Bereich
(გერმ.) - ერთ-ერთი 34 რაიონიდან ან სუბრეგიონიდან, მაგალითად, Bereich Bernkastel, Gebieten-ის 13 ოლქის ფარგლებში. სახელწოდებით Bereich ჩვეულებრივ, აღნიშნავენ საშუალო ხარისხის ღვინოებს, რომელთაც შედარებით ნაკლებადცნობილი ვენახების ღვინოთა შერევით იღებენ (წესით, ისინი შეიძლება მივაკუთნოთ როგორც QbA, ასევე QmP კატეგორიასაც).

Best value
- ღვინის შეფასების უმაღლესი კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს სასმელის მაღალ ორგანოლეპტიკურ თვისებებსა და ბაზრის მოთხოვნას.

Bianco
(იტალ.), blanc (ფრანგ.), blanco (ესპ.) - სასმელის თეთრი ფერის აღმნიშვნელი ტერმინი.

Blanc de blancs
(ფრანგ.) - სიტყვასიტყვით, "თეთრი თეთრებისგან": როგორც წესი, შამპანური ღვინო, დამზადებული მხოლოდ ყურძნის თეთრი ჯიშებისაგან.

Blanc de noirs
(ფრანგ.) - სიტყვასიტყვით, "თეთრი შავებისგან": როგორც წესი, თეთრი შამპანური ღვინო, დამზადებული მხოლოდ ყურძნის შავი (წითელი) ჯიშებისაგან.

BNIC
(Bureau National Interprofessionnel du Cognac)- კონიაკის სახელმწიფო პროფესიონალთაშორისი ბიურო. ორგანო, რომელიც კონიაკის წარმოებაზე ახორციელებს კონტროლს. განთავსებულია ქალაქ კონიაკში.

Bodega
(ესპ.) - ღვინის საწარმო, ღვინის სარდაფი, ღვინის მაღაზია.

Boisé
(ბუაზე) ან იშვიათად, boisage (ბუაზაჟი) - კონიაკის სპირტის დაყენება მუხის ბურბუშელაზე, რასაც კანონი არ კრძალავს (კონიაკის ზოგიერთი მცოდნე და მოყვარული ამ მეთოდს არაკორექტულად მიიჩნევს).

Bonbonne
- იხ. dame-jeanne.

Bonne chauffe
- მეორე გამოხდა.

Botritys cinerea
- "ყურძნის სოკოვანი დაავადება. ფრანგულად მას pouriture noble ეწოდება, ინგლისურად - noble rot. თუ მწიფე მარცვლების დაავადებას მშრალი და ცხელი ამინდიც დაერთვება, დაავადება "კეთილშობილი ობის" სქემით ვითარდება. სოკოს ყურძნის კანზე ზემოქმედება მარცვლის შაქრიანობას შესამჩნევად ზრდის, წვენი სპეციფიურ შეფერილობას იძენს და არომატულ კონცენტრირებულ ნექტარად იქცევა. ასეთი ღვინომასალისგან საფრანგეთში სოტერნებს ამზადებენ, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩილესა და სხვა ქვეყნებში კი ტკბილ ღვინოებს."

Botrityzed
(ბოტრიტიზებული) - "კეთილშობილი ობით" დაავადებული ყურძენი ან ღვინო.

Botte
(იტალ.) - კასრი, ან ბარელი.

Bottiglia
(იტალ.) – ბოთლი.

Bouilleur de cru
– "ღვინის მომდუღებელი". ასე უწოდებდნენ ძველად მევენახე-გლეხებს, რომლებიც ჭარბი ღვინისგან სპირტს ხდიდნენ. დღეს - მევენახე, რომელიც თავად ხდის საკუთარ ღვინოს (მიღებულ სპირტს ძირითადად ნეგოციანტებს ჰყიდიან).

Bouilleur de profession, distillateur de profession
– დისტილაციის ოსტატი, რომელიც ნეგოციანტისთვის მისაყიდად საკუთარ ღვინოს არ ხდის.

Brandy (brandwine)
– ჰოლანდიური brandewijn "გამომწვარი ღვინო". მაგარი სპირტიანი სასმელი, მიღებული ღვინის გამოხდითა და მისი მუხის კასრებში დაძველებით. ფართო გაგებით, ნებისმიერი მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც კასრში შენახული გადადუღებული ხილის წვენის პროდუქტია.

Brix ან Balling
- ყურძენში შაქრის შემცველობის საზომი ამერიკული ერთეული, დაახლოებით შეესაბამება ალკოჰოლის შემცველობის გაორმაგებულ ციფრს, იმ პირობით, თუკი მთელი შაქარი დადუღებულია. 19,3 ბრიქსი 10% სპირტის ეკვივალენტია.

Brouillis
- შარანტის ალამბიკში ღვინის პირველი გამოხდის შედეგად მიღებული დისტილატი.

Brut de fût
(ინგლ. natural strength) - ბუნებრივი, "კასრის" სიმაგრის მქონე კონიაკი, ანუ, კონიაკი, რომელსაც არ განუცდია რედუქცია. ასევე შესაძლებელია აღნიშნავდეს არაასამბლირებულ კონიაკსაც.

Bundesweinpra mierung
(გერმ.) - ნაციონალური ჯილდო ხარისხისათვის, რომელსაც DLG ანიჭებს რეგიონალურ გამარჯვებულთაგან შერჩეულ ღვინოებს. 3,5 ბალიანი შეფასება (5-ბალიანი სისტემით) ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, 4 ბალი - ვერცხლს, 4,5 კი დიდ პრიზს (Grosser Preis). გამარჯვებულები თავიანთ მიღწევებს ღვინის ეტიკეტსა და ბოთლის ყელზე აღნიშნავენ.



კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 742
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016