ილია ჭავჭავაძის სხარტულები და აფორიზმები - ილია ჭავჭავაძის აფორიზმები - აფორიზმები - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » აფორიზმები » ილია ჭავჭავაძის აფორიზმები

ილია ჭავჭავაძის სხარტულები და აფორიზმები



ილია ჭავჭავაძის სხარტულები და აფორიზმები 


ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.

ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, - და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.

დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი...

დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.

დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა-თვისისა.

დროზე ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.

ერთი მაქვს - სჯობს ათას გქონდა-ს.

ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.

ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.

ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.

ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.

ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.

თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.

თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.

თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენითა მარგე.

თქმული კაცმა თქმულად ,ოოღპს და არ იფიქროს, რომ თქმულს აქეთაც გადაეხვევა და იქითაც.

ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.

კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.

კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.

ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.

მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.

მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.

მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.

პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.

პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.

პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანასში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.

რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.

რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.

სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.

სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.

სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.

უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.

ფული რამდენადაც ბევრუა, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.

ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ!..

ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.

ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.

ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.

ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.

ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.

შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.

ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.

წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.

ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.

ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდიღ, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.

ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.

ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.



*სხარტულა - მოსწრებულად, სხარტად ნათქვამი ბრძნული აზრი.







კატეგორია: ილია ჭავჭავაძის აფორიზმები | დაამატა: ciklopi (07.აპრ.2013)
ნანახია: 1440
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016