კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ანდაზები » ქართული ანდაზები

ქართული ანდაზები




ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო

ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს

ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს

ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო

ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო

ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია

ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო

ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს



უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო

ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება

ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს

ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო

უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა



ფათერაკს თვალი არ უჩანს

ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო

ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა

ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო

ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას

ფონი გასავალს დალოცე

ფული პატარა ღმერთიაო



ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო

ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი

ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო

ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო

ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო

ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო

ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო

ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება

ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო

ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა

ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო

ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო

ქვეყანა ჩალით დახურული როდია

ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო

ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო

ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო

ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო

ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს

ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო

ქურდს ფიცი პირზე აკერიაო

ქურდს ქუდი ეწვისო

ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი



ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.

ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.

ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.

ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.

ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.

ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.

ღარიბის ლუკმა ტკბილია

ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა

ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან

ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო

ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო



ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო

ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო

ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა

ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო

ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო

ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო

ყველა გლახას დიდი გული აქვს

ყველა დაბალ ღობეზე გადადის

ყველა თავის ბედის მკვერავია

ყველა კაცი სიკვდილის შვილია

ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია

ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს

ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს

ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი

ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო

ყველი და პური - კეთილი გული

ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო

ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო

ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო



შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.

შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.

შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო.
შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.

შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.

შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.

შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.

შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.

შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.

შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.

შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.

შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.

შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.

შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.

შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.

შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.

შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.

შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო.

შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.

შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.

შუბი ხალთაში არ დაიმალებაო.

შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.

შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.



ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო

ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო

ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი

ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო

ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?

ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო

ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა

ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.

ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.

ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ

ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო

ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო

ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო



ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო

ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო

ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო

ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო

ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო

ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება

ცას არავინ შეაბერდება

ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო

ცდა ბედის მონახევრეა

ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა

ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო

ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო

ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები

ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო

ცვილი რკინად არ გამოდნების

ცისარტყელას დარი მოსდევსო

ციხე შიგნიდან გატყდებაო

ცოდვა კაცს არ მოასვენებსო

ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო

ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი

ცოდო კაცს არ დააყენებს

ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა

ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი

ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან

ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა

ცხენს მისივე ფეხები იპარავსო

ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო



ძალა ერთობაშია

ძალა აღმართსა ხნავს

ძალად ბედს ვერავინ იშოვნის

ძალას რიგზე მოხმარება უნდაო

ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო

ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო

ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს

ძაღლი ხსენებაზედაო

ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის

ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო

ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს

ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ

ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო

ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია

ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო

ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო

ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო

ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა



წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო

წაბაძულობით ვაცი დამაკდაო

წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო

წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო

წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო

წინ მავალი უკან დარჩებაო

წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო

წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს

წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო

წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო

წყალი პირველად პატარასაო

წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება

წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო

წყალი სათავით მონახე

წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო

დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო



ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი

ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო

ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო

ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო

ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?

ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო

ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა

ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო

ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო

ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია

ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო



ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი

ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს

ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება

ხარბის თვალს მიწა გააძღებსო

ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება

ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო

ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო

ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა

ხე ნაყოფით იცნობება

ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო

ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო

ხემ თქვა: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო"

ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა

ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება

ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო

ხუმრობაში კაცი მოკლესო



ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა

ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი

ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო

ჯერ ძილი მერე სიზმარი

ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა

ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო



ჰა პირი და ჰა პურიო.

ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.

ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.

ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!

ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.

ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.

ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.







კატეგორია: ქართული ანდაზები | დაამატა: ciklopi (07.აპრ.2013)
ნანახია: 5018
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024