კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რაჭა-ლეჩხუმი » საქართველოს ქალაქები და სოფლები

რაჭის სოფლები
რაჭის სოფლები




აბარი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ლიხეთის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ლუხუნისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 206 ადამიანი.



აგარა -
სოფელი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭელიაღელის თემშ. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან - 1კმ. სოფელში ორი ეკლესიაა - აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.
აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ - აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 164 ადამიანი.
მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი.



ახალსოფელი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე კრიხულისა (რიონის შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ამბროლაურიდან 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 ადამიანი. ახალსოფელი წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII საუკუნის დასაწყისიდან.





ბარეული -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.




ბაჯი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ღადიშის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 141 ადამიანი.



ბეთლევი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი. სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია



ბოსტანა -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების რიცეულისა და ჩორჯოსწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.



ბუგეული - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:აბანოეთი, ბარეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 434 ადამიანი.



გენდუში -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 21 კილომეტრი. ფეოდალური ხანიდან შემორჩენილია გელოვანების საგვარეულო ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 61 ადამიანი.



გოგოლეთი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.



გორი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების კრიხულისა და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 ადამიანი.



გორისუბანი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს მდინარეების შარეულისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას XI საუკუნის I ნახევრის წმინდა ბარბალეს ეკლესია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 71 ადამიანი.



დიდი ჩორჯო - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 175 ადამიანი.



ველევი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ბეთლევი, კორტი, შხივანა). ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი. ველევი წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია.



ზედა თლუღი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი.), მდებარეობს საწალიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1150 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1544 წელს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია და ციხის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 72 ადამიანი.



ზედა ღვარდია -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 91 ადამიანი.
ზედა ღვარდია ძველად სოფელ ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI საუკუნის II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.



ზედა შავრა - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 136 ადამიანი.



ზედა ჭყვიში -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ქვედა ჭყვიში, ქვიშარი). ზღვის დონიდან 750 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 197 ადამიანი.



ზემო კრიხი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი. სოფლის განაპირას აღმართულია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მთავარანგელოზთა ეკლესია.



ზემო ჟოშხა -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 ადამიანი.



ზემო სხვავა - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (სხვავის თემი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.



ზნაკვა -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკვურის (რიონის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:მოტყიარი, საკეცია). ზღვის დონიდან 850 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 ადამიანი.




თხმორი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. 1691 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.



იწა -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 ადამიანი.



კაჩაეთი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნიკორწმინდის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1180 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 ადამიანი.



კვაცხუთი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ონის საავტომობილო გზაზე. ხიდიკრის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფელი:ხიმში). ზღვის დონიდან 900 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 ადამიანი.



კვირიკეწმინდა (ყოფ. კორტი) - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ხეობაში. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ამბროლაურიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.



კლდისუბანი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიცეულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 261 ადამიანი.



ლიხეთი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:აბარი, ურავი). ზღვის დონიდან 820 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.



მეორე ტოლა - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.
სოფელი მეორე ტოლა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.



მოტყიარი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 40 ადამიანი.



მუხლი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (წესის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.



ნამანევი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის ტეროტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ზედა შავრა, თხმორი, ხონჭიორი). ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ნამარნევი, წყაროებში პირველად მოიხსენიება 1691 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.



ნიკორწმინდა - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის ცენტრი. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1100 მეტრი ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 726 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა, სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე. სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.



პატარა ონი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღადიშის თემი. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 940 მ, ამბროლაურიდან 26 კმ. სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები – ორი ეკლესია და ციხე. ერთ-ერთია რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის პირველ მესამედს განეკუთვნება.



პატარა ჩორჯო - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 163 ადამიანი.
სოფელი პატარა ჩორჯო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.



პირველი ტოლა -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ასკისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 377 ადამიანი.



სადმელი - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა და მდინარე რიცეულის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ბოსტანა, კლდისუბანი, ღვიარა, ძირაგეული). ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 594 ადამიანი. სოფელში ასევე მოქმედებს საბავშვო ბაღი.



საკეცია - 
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ზნაკურის შესაყართან. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 7 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონი "საკეცის" სახელით მოიხსენიებს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 ადამიანი.



სხარტალი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხოტევის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი.წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. აქ იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთერთი სადგომი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.



ტბეთი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ღადიშის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.
სოფელში შემონახულია X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. ეკლესიაზე ლაპიდარული წარწერაა.



ურავი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ლიხეთის თემი), მდებარეობს მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 567 ადამიანი.



უყეში -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 ადამიანი.



ფუტიეთი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სხვავის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.



ქედისუბანი -
 სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.


ქვედა თლუღი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 304 ადამიანი.



ქვედა ღვარდია -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.



ქვედა შავრა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ღადიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 ადამიანი.



ქვედა ჭყვიში -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 215 ადამიანი.



ქვემო კრიხი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ამბროლაურიდან 3,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 177 ადამიანი.



ქვემო ჟოშხა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 ადამიანი.



ქვიშარი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 550 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 ადამიანი.



ღადიში -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ბაჯი, პატარა ონი, ტბეთი, ქვედა შავრა). ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 74 ადამიანი.



ღვიარა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 200 ადამიანი.



შუა კრიხი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ამბროლაურიდან 3,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.



შუა სხვავა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. სხვავის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ზემო სხვავა, ფუტიეთი). ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი. სოფელში დგას შუა საუკუნეების „კვარას ციხე" და XIX საუკუნის გუმბათიანი ეკლესია.



შხივანა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ველეულის (რიონის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1240 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 41 ადამიანი.



ცახი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:გოგოლეთი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია). ზღვის დონიდან 840 მეტრი, ამბროლაურიდან 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 134 ადამიანი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. აქვეა ცახის მღვიმე.



ძირაგეული -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.



წესი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:წესი და მუხლი). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.



წკადისი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხოტევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 20 ადამიანი.



ჭელიაღელე -
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1190 მ, ამბროლაურიდან 12 კმ, ტყიბულიდან 26 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 148 ადამიანი.
ჭელიაღელე ამავე დასახელების თემის ცენტრია. თემში ასევე გაერთიანებულია სოფლები: აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი.



ჭრებალო -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა). ზღვის დონიდან 530 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 359 ადამიანი.



ხვანჭკარა -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები:დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 667 ადამიანი.



ხიმში -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხიდიკრის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 219 ადამიანი.



ხონჭიორი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 ადამიანი.



ხოტევი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები:სხარტალი, წკადისი). ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 254 ადამიანი.
ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?" ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში „ნიკორწმინდის დაწერილი". სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთში ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის.


ჯვარისა (ყოფ. შრომა) -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 173 ადამიანი.






კატეგორია: საქართველოს ქალაქები და სოფლები | დაამატა: ciklopi (05.მაი.2013)
ნანახია: 9748 |
სულ კომენტარები: 1
1 მუხრანი  
0
momweret

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024